
15 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27542 - ტენდერი სახურავის და კედლის სენდვიჩ პანელის მოწყობაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 აგვისტო 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 აგვისტო 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს სახურავის და კედლის სენდვიჩ პანელის მოწყობა-მონტაჟზე.
მიწოდების მისამართი: რუსთავი, მშვიდობის ქუჩა 24.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.სხვა საკითხებზე მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
დოკუმენტაცია
წყალმიმღები ღარი და წყალსაწრეტებიც ჩვენი გასაკეთებელი იქნება?
არა
აქსესუარებს დაღუნულს დამკვეთი მოიტანს თუ ჩვენ უნდა დავღუნოთ კიდეც და დავამონტაჟოთ კიდეც?
მარტო მონტაჟი გამოგვიგზავნეთ
დასაზუსტებელია შემდეგი ინფორმაცია: სენდვიჩ პანელის შემავსებელი რა არის? ქვაბამბა თუ პოლიურეთანი? ასევე, მასალით რომ დამკვეთი უზრუნველგვყოფს გასაგებია, მაგრამ ექსელში მოცემულია მხოლოდ სენდვიჩ პანელის განფასება, აქსესუარების მოწყობის განფასება არ გჭირდებათ?
გამარჯობა, პოლიურეთანი, ორივეზე შემოგთავაზეთ როგორც ცალკე სენდვიჩ პანელების მოწყობაზე ასევე აქსესუარებზე
ფასი უნდა მოიცავდეს მხოლოდ სენდვიჩ პანელების მონტაჟს? სენდვიჩ პანელისათვის საჭირო შურუფები, გერმეტიკები ,თუნუქის აქსესუარები და წყალმიმღები ღარი არ განვაფასოთ?
მოგესალმებით , ამწე კალათების მომსახურება თუ დაჭირდებათ დაგვიკავშირდით amwekalata.ge ან 555 02 53 02
მოგესალმებით ჩემი წინადადება წარმატებით აიტვირთა ?
გამარჯობა, ატვირთულ წინადადებას მხოლოდ ტენდერის დასრულების შემდგომ ვნახულობთ. მადლობა
მოგესალმებით ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ რატომ ფასის წარმოდგენა გადასახადების გარეშე ? კომპანიით ვმონაწილეობ ტენდერში მოგების შემთხვევაში ყველა გადასახადების გადახდა მომიწევს თუ მე ამ წინადადებაში არ გავითვალისწინებ გადასახადებს მერე რა იქნება ეს კომპანია კერძო შემსრულკებელს ეძებს რომელიც მომსახურებას გაუწევს ვერ მივხვდი შინაარს ხელოსნები ჭირდებათ და აქ რასაც წარმოვადგენთ გადასახადების ჩათვლით თვცითონ აანაზღაურებენ ხელზე?
გამარჯობა, კომპანიებისთვის გვიწერია დღგ-ს გარეშე და ფიზიკური პირებისთვის და ინდ მეწარმეებისთვის გადასახადის გარეშე (ხელზე ასაღები თანხა), თქვენ შემთხვევაში დღგ-ს გარეშე თანხა დაგვიწერეთ მადლობა
მოგესალმებით, სენდვიჩ პანელი და სამონტაჟო მასალა ვისი იქნება?
გამარჯობა, დამკვეთის არის მასალა, თქვენ მხოლოდ თქვენი მომსახუროების თანხით შემოდით ტენდერში. მადლობა