ჩაბარების ვადა:

26 აგვისტო 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27544 - ტენდერი საკომუნიკაციო აპარატურის შესყიდვასა და დამონტაჟებაზე

  • გამომცხადებელი: GIG ჰოლდინგი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 აგვისტო 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს GIG ჰოლდინგი აცხადებს ტენდერს: „#01-08/08/25-ITGIG საკომუნიკაციო აპარატურის შესყიდვა და დამონტაჟება“ და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

N დასახელება რაოდენობა
1 ბრანდმაუერი 2
2 მარშრუტიზატორი 2
3 კომუტატორი „ა“ 2
4 კომუტატორი „ბ“ 2
5 კომუტატორი „გ“ 1
6 მოწყობილობების მიგრაცია, კონფიგურაცია 1


შესასყიდი ობიექტის მიწოდება/მონტაჟი
: 2026 წლის იანვრიდან

თანდართული ფაილები: დანართი 1 - ტექნიკური დავალება 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული აქტიური აპარატურის მწარმოებლების სერტიფიცირებული პარტნიორი და უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF – Manufacturer Authorization Form).
  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
  • არსებული ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის მიგრაცია ახალ ინფრასტრუქტურაზე, საუკეთესო პრაქტიკებისა და შემსყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით.
  • დამკვეთის მხრიდან დანიშნული, შესასყიდ ობიექტზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შესაბამისად გადამზადება მიწოდებული აპარატურის კონფიგურაციისა და ადმინისტრირების საკითხებში.
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰქონდეს შემოთავაზებული მწარმოებლების პროდუქციით განხორციელებული არანაკლებ ორი (2) პროექტის შესრულების გამოცდილება ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში. 

ტენდერში მონაწილეობის პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

დანართი 1 - ტექნიკური დავალების შესაბამის შეთავაზებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;

შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

  • პრეტენდენტი კომპანიის სრულ დასახელებას და საკონტაქტო პირის ინფორმაციას
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან

შენიშვნა: პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ინფორმაციას გადახდის პირობების შესახებ

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

საბანკო რეკვიზიტებს (ბანკის ბეჭდიანი ცნობის სახით) 

დამატებითი დეტალები:

  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გამართოს დამატებითი შეხვედრები ტენდერში მონაწილე კომპანიებთან, დეტალების დაზუსტების მიზნით.
  • ენდერის გამოცხადება არ აჩენს ვალდებულებას რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით

წინადადების წარდგენის წესები:

შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა. კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება და ნომერი - „ #01-08/08/25-ITGIG  საკომუნიკაციო აპარატურის შესყიდვა და დამონტაჟება“.
  • პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 26 აგვისტო 2025 (15:00 საათი) 

საკონტაქტო პირები:

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ხუნჩუკაშვილი - 591508721

დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნათია გელაშვილი - 577756006

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები