
ჩაბარების ვადა:
25 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27564 - ბაზრის კვლევა საჰაერო და სახმელეთო ამანათური გადაზიდვების მომსახურებაზე (ჩინეთი/აშშ → საქართველო)
- გამომცხადებელი: შპს ედისონ სთორი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 აგვისტო 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ედისონ სთორი აცხადებს ბაზრის კვლევას საჰაერო და სახმელეთო ამანათური გადაზიდვების მომსახურებაზე (ჩინეთი/აშშ → საქართველო).
მოცულობა და პროფილი:
- შემოსული ამანათების წლიური ჯამური წონა (კგ) ≈ ≥2 ტონა საჰაერო და
- ≥2.5 ტონა სახმელეთო ტრანსპორტირებით.
- გამომგზავნი ქვეყანა: ჩინეთი ~80%, აშშ ~20%.
- მიმღები ქვეყანა: საქართველო (თბილისი).
- ტვირთის ტიპი: „ამანათური გზავნილები“ (ელექტრონული კომპონენტები. აღნიშნული პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ - https://store.edison.ge/)
რა უნდა მოგვაწოდოთ (ფასები და პირობები):
- საფასო ცხრილი (USD):
- საჰაერო გადაზიდვისას: ფასი (USD) კგ-ზე;
- სახმელეთო გადაზიდვისას: ფასი (USD) კგ-ზე; - ტრანსპორტირების დრო (კალ. დღეებში): თითოეული მარშრუტისათვის(ჩინეთი→საქართველო (თბილისი), აშშ→საქართველო (თბილისი)). საჰაერო გადაზიდვისას, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდების მაქსიმალური დრო უნდა იყოს არაუმეტეს 20 კალენდარული დღე, სახმელეთო გადაზიდვისას - 40 კალენდარული დღე. (პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ურთიერთშეთანხმებით).
- გარანტია: დაზიანება/დაკარგვის შემთხვევები, განაცხადის ვადები, ანაზღაურების ლიმიტები, დაზღვევა (არსებობის/ტარიფის მითითებით).
- კომპანიაზე ინფორმაცია: გამოცდილება ანალოგიურ მიმართულებებზე,
შეფასების კრიტერიუმები:
- ფასი (55%) – ტარიფები + დამატებითი ხარჯები.
- ტრანსპორტირების დრო (30%) – სტაბილურობა/კონსოლიდაციის სიხშირე.
- გარანტია (10%) – მოთხოვნების შესაბამისობა.
- გამოცდილება (5%)
წარდგენის ვადა და კომუნიკაცია:
- წარდგენის საბოლოო ვადა: 25 აგვისტო, 2025 წელი
- კითხვები მიიღება წერილობით Store@edison.ge ელ.ფოსტის მისამართზე 20 აგვისტოს ჩათვლით.
- სატენდერო წინადადებები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: Store@edison.ge
ტენდერის კატეგორია:
- 60400000 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები