ჩაბარების ვადა:

29 აგვისტო 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27615 - ტენდერი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მოწყობაზე & ავეჯის დამზადებაზე

  • გამომცხადებელი: REC-Caucasus
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 29 აგვისტო 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

„კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მოწყობაზე.

ტენდერი ცხადდება პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები როგორც მდგრადი განვითარების მოდელი რეგიონები – კოორდინირებული და ეფექტური მართვის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს სამი ალაზნის ბიოსფერულ რეზერვატში“ (062/RECC/G/GIZ – 2023-EA) ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი ფინანსდება Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ის მიერ, გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს (BMUV) სახელით, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში.

პროექტის მიზანია, სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის (BR) შესახებ ცნობიერების გაზრდა, აგრეთვე მართვის პროცესში მონაწილე მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ხელი შეეწყოს მდგრად განვითარებას და უზრუნველყოფილი იყოს სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ეფექტური და კოორდინირებული მართვა.

სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო სივრცის მოწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. შესაბამსად გვესაჭიროება სივრცისთვის ავეჯის დამზადება.

კონტრაქტორის მიერ განსახორციელებელი სამუშაოები:

თანდართული საესკიზო ნახაზების შესაბამისად, კონტრაქტორმა უნდა დაამზადოს ავეჯი. 

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

ტენდერში მონაწილეს უნდა გააჩნდეს ავეჯის აწყობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება.

ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ისარგებლონ წინამდებარე განცხადებაზე მიმაგრებული სანიმუშო პროექტის ესკიზებით (დანართი 1) და წარმოადგინონ შემოთავაზებები მასთან შესაბამისობაში, უსაფრთხოებისა და ცენტრის დანიშნულების ასპექტების გათვალისწინებით.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი: თანდართული საესკიზო ნახაზების შესაბამისად (დანართი 1) და სამუშაოების დეტალური კალკულაცია თანდართული ცხრილის მიხედვით (დანართი 2);
  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ გარეშე;
  • რეკვიზიტები: იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი

შესრულების ვადები:

სამუშაო შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს 1 ერთ კალენდარულ თვეს.

ანაზღაურება და გადახდის პირობები:

ანაზღაურება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მოთხოვნები სატენდერო წინადადების ფორმატის შესახებ

  • ეს შეთავაზება განკუთვნილია ფიზიკური ან და იურიდიული პირებისთვის.
  • წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი შეთავაზებები არ განიხილება.
  • წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, სხვა ვალუტაში წინადადებები არ მიიღება.
  • შეთავაზებულ ფასში არ უნდა იყოს გათვალისწინებული დღგ და ეს უნდა იყოს მითითებული შეთავაზებაში.
  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი 2-ის მიხედვით.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 29 აგვისტოსი გამოაგზავნოთ თქვენი წინადადება მისამართზე: natia.tskhovrebadze@rec-caucasus.org ან წარმოადგინეთ ფიზიკურად შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მცხეთის ქუჩა #48/50, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები