ჩაბარების ვადა:

25 აგვისტო 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27617 - ტენდერი APC Symmetra PX-თვის Spare Parts შესყიდვა/მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 აგვისტო 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 აგვისტო 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს APC Symmetra PX-თვის Spare Parts შესყიდვა/მომსახურებასთან დაკავშირებით. 

განსაკუთრებული მოთხოვნები:

წინადადება მიიღება მხოლოდ დანართ N1-ში მითითებული ბრენდისა და კატეგორიის პროდუქციაზე. ალტერნატიული პროდუქტის მიწოდება არ განიხილება; 

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს APC Symmetra PX-ისთვის განკუთვნილი სათადარიგო ნაწილების მოწოდება, აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟი შესაბამის ინფრასტრუქტურაში და შემდგომი ტექნიკური მომსახურება 1 წლის ვადით — კვარტალურ რეჟიმში.;

იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობების ექსპლუატაციის პერიოდში კვარტალურ შემოწმებებს შორის წარმოიშვება გაუთვალისწინებელი ხარვეზი ან ტექნიკური პრობლემა, კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს APC-ის სერტიფიცირებული ინჟინრის დამატებითი ვიზიტი,რომლის მიზანი იქნება პრობლემის სწრაფი იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა.

1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • შესყიდვის ობიექტის რაოდენობა  წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • შესყიდვის ობიექტის- მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარულ თვის ვადაში.  
  • შესყიდვის ობიექტის მონტაჟი, გამართვა და სისტემაში სრულად ინტეგრირება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მიერ APC-ის სერთიფიცირებული ინჟინრის მეშვეობით, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერთიფიკატით;
  • მოწყობილობების ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს 1 წლის მანძილზე, კვარტალურად;
  • აღნიშნული პირობის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის წერილი (MAF) შემსყიდველის მითითებით, წერილში მითითებული უნდა იყოს ხელმომწერი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (email და ტელეფონის ნომერი).

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

2. განფასების მოთხოვნის პირობები 

  • ფასების მიწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 

3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი

  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი 129
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდება გამყიდველის მიერ ხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული თვის ვადაში.  

4. ანგარიშსწორების პირობ 

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის ობიექტის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურის’სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;

მომსახურების ღირებულების გადახდა იწარმოებს კვარტალურად, შესაბამისი შემოწმების აქტის გაფორმების შემდგომ.

5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით, სკანირებული და ხელმოწერილი ვერსია, ლიცენზიის ოფიციალური წარმოდგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტის ჩათვლით;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
  • კომპანიას უნდა ჰყავდეს ინჟინერი, რომელიც სერტიფიცირებულია APC-ის მიერ, რაც უნდა დასტურდებოდეს მოქმედი და შესაბამისი სერიფიკატით;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF) მომწოდებლის და შემსყიდველის მითითებით.

6. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება შესყიდვისა და თანმდევი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი:
    - პროდუქცის მიწოდების ვადა;
    - პროდუქცის მიწოდების პირობები;
    - მონტაჟის ვადები და სტანდარტები;
    - სერვისზე რეაგირების დრო პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში;
    - სხვა პირობებიი, რომლებიც არეგულირებს პასუხისმგებლობებს, სერვისის ხარისხსა და გარანტიებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 აგვისტო, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.სხვა საკითხებზე მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები