
2 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27623 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 აგვისტო 2025 დრო 13:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 სექტემბერი 2025 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო მომსახურების და პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
თანდართულ ფაილად იხილეთ:
- შეთანხმება კონფიდენციალობაზე;
- აღწერილობა;
სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:
- სატენდერო წინადადება (შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეტები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი ქართულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3, ბოლო 6 თვის გაცემული)
- მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
- ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 02 სექტემბერი (18:00 სთ-მდე)
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 2 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭიროინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერისმსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები