29 აგვისტო 2025, 17:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T27646 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სასაწყობე ფართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანაზე
            
        
        - გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 21 აგვისტო 2025 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 29 აგვისტო 2025 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სასაწყობე ფართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა თანდართული ფოტომასალის (ფოტო 1, ფოტო 2, ფოტო 3, ფოტო 4, ფოტო 5, ფოტო 6) და ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით.
2.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
კომპანიის მიმოხილვა:
შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:
შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;
ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი;შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოსდასაქმებულთა უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
 - რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
 - ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
 - შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
 - მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
 - კომპანიის 2023-2024 წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
 
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
 - მომსახურება უნდა შესრულდებს სამუშაო დროს, ორშაბათი-პარასკევი, არაუგვიანეს 18:00 სთ.-ისა
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
 - ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია
 
5. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 აგვისტო, 17:00 საათი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 აგვისტო 17:00 საათი.
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირია ქონების მართვის ჯგუფის უფროსი თორნიკე ხაზალაშვილი: მობ: 591516066, ელ-ფოსტა: Tornike.Khazalashvili@lb.ge
დამატებითი პირობები!
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება/მოსწორება.
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
 - 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები