8 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT27709 - ტენდერი ქ.ზუგდიდში, მოსკოვის ქუჩა N3-ში მშენებარე რაგბის სტადიონის N2, N3 და N4 მცირე ტრიბუნების გადახურვისთვის ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ასოციაცია ატუ
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 8 სექტემბერი 2025 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტია: ქ.ზუგდიდში, მოსკოვის ქუჩა N3-ში მშენებარე რაგბის სტადიონის N2, N3 და N4 მცირე ტრიბუნების გადახურვისთვის ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი, თანდართული ნახაზების მიხედვით.
- განფასება უნდა მოხდეს თითოთეულის ტრიბუნებისათვის ცალ-ცალკე
 - გადახურვის მოწყობა მოხდება ეტაპობრივად დამკვეთის მიერ შემდგომში დადგენილი თანმიდევრობით
 
პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე g.gugunashvili@cartugroup.com 2025ლის 8 სექტემბრის ჩათვლით. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 5.99 53-77-23
შესასრულებელი სამუშაოების  დეტალები შეგიძლიათ დააზუსტოთ: 
არქიტექტორი
მერაბ ნათაძეს
ტელ: 599 102 196
კონსტრუქტორი 
ბადრი ბარბაქაძე
ტელ: 5 99 518 056
სერგო კელენჯერიძე 
ტელ 5 93 731 184
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
 - შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
 - ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
 - ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ ფოტომასალით.
 
მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:
- შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
 - შესყიდვის ფასი უნდა იყოს შედგენილი გადმოცემული პროექტის მიხედვით
 - სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე
 - უნდა იყოს წარმოდგენილი სამუშოების ხანგრძლიობა და სამუშოების გრაფიკი - უნდა იყოს წარმოდგენილი პროდუქციის  საგარანტიო ვადა
 
სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
 - 14700000 ძირითადი ლითონები
 - 44200000 სტრუქტურული მასალები