
2 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T27723 - ფასთა გამოკითხვა დისტრიბუციის მანქანებზე რეკლამების შეცვლის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: პსპ ფარმა
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 28 აგვისტო 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 სექტემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს პსპ ფარმა აცხადებს ფასთა გამოკითხვას დისტრიბუციის მანქანებზე რეკლამების შეცვლის მომსახურების შესყიდვაზე.
ძველი რეკლამები უნდა გადასტიკერდეს ახალი რეკლამით.
ჯამში ტრანსპორტის რაოდენობა შეადგენს: 36-40 ცალს.
გამოკითხვის ვადა 1 კვირა
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: Link
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 2 სეტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
t.pirmisashvili@psp.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
გამარჯობა, გთხოვთ დაგვიზუსტოთ შემდეგი: 1) რა რაოდენობაა დიდი სატვორთო და რამდენია სამარშრუტო.? 2) ფასის წარდგენის შემთხვევაში საჭიროა ერთეული მანქანის ღირებულების შემოთავაზება ? 3) საჭიროა თუ არა ყველა მანქანაზე დემონტაჟი , თუ კი , გთხოვთ გაგვიზიაროთ მანქანის ფოტოები დაველოდები უკუკავშირს პატივისცემით
მოგესალმებით. 35 სამარშრუტო 5 სატვირთო დიახ,საჭიროა ერთეული მანქანის ღირებულება საჭიროა დემონტაჟი. მომწერეთ მეილზე,რათა გამოგიგზავნოთ ფაილები
ორი კითხვა გვაქვს: 1. მიკრო ავტობუსებზე გამოსახულება უნდა განტავსდეს ცალმხრივად თუ ავტომობილის ორივე მხარეს? 2. გამოსახულებები გვერდიდან ერთ მთლიან სტიკერზე უნდა დაიბეჭდოს და გადაეკრას მთლიანად გვერდის ჭრილზე, თუ ამოსერილი უნდა იყოს ფოტოები და ტექსტები და სათითაოდ დაეკრას?
მოგესალმებით გამოსახულება უნდა განთავსდეს ორივე მხარეს. ფოტოები უნდა იყოს ამოსერილი.