ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2025, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T27775 - ტენდერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ყვიბისის ტერიტორიაზე დაზიანებული წყაროს წყლის კაპტაჟის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 სექტემბერი 2025 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ყვიბისის ტერიტორიაზე დაზიანებული წყაროს წყლის კაპტაჟის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულებაზე.

1. სამუშაოს ჩატარების ადგილი:

ბორჯომის მუნიც-ტის სოფ. ყვიბისის ტერიტორია; ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამეთვალყურეო ზონა.

2. სამუშაოს მიზნობრივი დანიშნულება:

ყვიბისის წყაროს (კოორდინატები: X = 367866, Y = 4636183 WGS 1984 სისტემით; აბს.ნიშნული - 849,8 მ) დაზიანებული კაპტაჟის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით (№ 1003044, 27.10.2015წ) განსაზღვრული წყაროს წყლის დამტკიცებული მთლიანი საექსპლუატაციო მარაგების მოპოვების მიზნით.

3. განსაკუთრებული პირობები:

  • ყვიბისის წყაროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები უნდა ჩატარდეს „დამკვეთთან“ სისტემატიური კომუნიკაციით, რადგან მიმდინარეობს ყვიბისის წყაროს წყლის მოპოვება;
  • დაზიანებულია ყვიბისის წყაროს წყლის გამოსავალი და წყალშემკრები, რის გამოც წყაროს წყლის ნაწილი იღვრება წყალშემკრები მილის გარეთ;
  • ჩატარდეს წყაროს წყლის სათავის გაშიშვლება და წინა წლებში მოწყობილი წყალშემკრების დემონტაჟი;
  • მოეწყოს წყაროს წყლის გამოსავლის და წყალშემკრები არეალის დაკაპტაჟება;
  • შეიცვალოს წყალშემკრები მილი;
  • შეიცვალოს არსებული წყალშემკრები უჟანგავი ფოლადის რეზერვუარი (ტევადობა 600ლ) ახალი, სხვა კონსტრუქციის და დიდი ტევადობის (სულ მცირე 1000 ლ.) უჟანგავი ფოლადის რეზერვუარით;
  • წყაროს წყლის სანიტარულ ზონაში მოეწყოს ტრაპი, ზონის დაბინძურების და დაჭაობების თავიდან ასაცილებლად;
  • ყვიბისის წყარო მდებარეობს ბორჯომი - ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონაში, ციცაბო ფერდობზე, ამიტომ ყველა სამშენებლო მასალის და მოწყობილობების მიტანა უნდა მოხდეს ხელით;
  • სამუშაოების დამთავრების შემდეგ დასუფთავდეს სანიტარული ზონა და ნარჩენი სამშენებლო მასალა გატანილი უნდა იყოს ხელით სანიტარული ზონის და ბორჯომი - ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის გარეთ.

4.ყვიბისის წყაროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარების მთელ პერიოდში მკაცრად უნდა იყოს დაცული პირველი სანიტარული დაცვის ზონაში მუშაობის წესები, აგრეთვე სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები. 

5. წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა -  60 კალენდარული დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2025 წლის 10 სექტემბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზეggogiberidze@borjomi.com და lgvazava@borjomi.com  

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • დავალების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ. 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
შეკითხვები