
1 სექტემბერი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT2780 - ტენდერი გზამკვლევი ვიდეორგოლების შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.
ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 1.09.2017 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში.გთხოვთ დანომროთ კონვერტები: 1 კონვერტში მოათავსოთ საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ შინაარსობრივ ნაწილში არ უნდა დაფიქსირდეს მინიშნების სახითაც კი საფასო ნაწილი ( მაგ. პროექტის ღირებულება და ა.შ)
გთხოვთ გაითვალისწინოთ , რომ საფასო ნაწილი უნდა იყოს დაფიქსირებული ეროვნულ ვალუტაში.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
- ტენდერის დასახელება : Production of Video Tutorials on Public Services to Business in the Context of DCFTA Implementation გზამკვლევი ვიდეორგოლების შექმნა სახელმწიფო სერვისების შესახებ ბიზნესისთვის DCFTA-ს იმპლემენტაციის კონტექსტში
- წარწერა “კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 13.2144.7-008.00
და აგრეთვე ნომერი 83264569
და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 14.09.2017 -სთვის.
ტენდერის კატეგორია:
- 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები