
19 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27815 - ტენდერი კომპიუტერული აქსესუარების გაყიდვაზე
- გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 6 სექტემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 სექტემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიყიდოს კომპიუტერული აქსესუარები. პროდუქტს მხოლოდ ყუთები აქვს დაზიანებული.
გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც მოცემულია სრული ინფორმაცია ინვენტარის შესახებ. წარმოდგენილი ფასები მითითებულია ლარში დღგ-ს ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა ატვირთონ საიტზე არაუგვიანეს 2025 წლის 19 სექტემბრამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- ნივთები არის ნაწილობრივ დაზიანებული (დასველებული)
- ნივთები ნაწილ-ნაწილ არ იყიდება
- გადახდის პირობები: წინასწარ
- მყიდველი პასუხსმგებელია შესყიდული საქონლის წაღებაზე საკუთარი ტრანსპორტით. საქონლის წაღება მოხდება თანხის ჩარიცხვიდან 1 კვირის ვადაში.
- აუცილებელია დაინტერესებული მხარის ადგილზე მოსვლა და შესასყიდი საქონლის დათვალიერება/შეფასება
- კომპანია იტოვებს უფლებას სასურველი თანხის არ შემოთავაზების შემთხვევაში შეაჩეროს ტენდერი
ასევე გაითვალისწინეთ!!!!
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.
გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.
ფოტოები იხილეთ თანდართულ ფაილში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 19 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირები:
ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში:
გაგა
ტელ: 577 305 021
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები