ჩაბარების ვადა:
        
    16 სექტემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T27829 - ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე
            
        
        ელ. ტენდერი
                    - გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 10 სექტემბერი 2025 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 16 სექტემბერი 2025 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე ორ ლოტად ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.
-  პრეტენდენტს  უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ლოტში;
 - ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით
 
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
 - ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე
 
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
 
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ახალი დისპენსერების (ქაღალდის და საპნის) განთავსება დანართში (დანართი #2)მითითებულ მისამართებზე;
 - საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე , შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დანართი #2-ში მითითებულ მისამართებზე; (ბანკის სერვის-ცენტრების მისამართები და დისპენსერების რაოდენობა არ არის სრული, შესაძლებელია გაიზარდოს ან/და შემცირდეს);
 - საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონულიმოთხოვნის საფუძველზე, შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათისგანმავლობაში.
 
შენიშვნა:
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში.
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
 
6. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
7. ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“;
 - გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება ბანკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.
 - შემოთავაზებულ პროდუქციას (საწმენდ საშვალებებს) უნდა ჰქონდეს მოხმარების ინსტრუქცია და შემცველობა ქართულ ენაზე, პროდუქტზე/ხსნარზე დასტიკერებული. ასევე ნიშანდება, მაგ. ადვილად აალებადია, ტოქსიკურია და ა.შ.
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 16 სექტემბერი 17:00 საათი.
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:შესყიდვების განყოფილების უფროსი თამარ მუჯირი ელ.ფოსტა: Tamuna.mujiri@lb.ge; მობ: 577 04 05 05;
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
 - 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
 
დოკუმენტაცია
                                                
                            
                            დანართი-1-ფასები xl sx
                            დანართი-1-ფასები xl sx
                        
                                                
                            
                            დანართი-2-ფილიალების-მისამართებ
                            დანართი-2-ფილიალების-მისამართებ
                        
                                                
                            
                            დანართი-3-ხელშეკრულების-შაბლონი -doc x
                            დანართი-3-ხელშეკრულების-შაბლონი -doc x
                        
                                                
                            
                            სატენდერო-განცხადება-ჰიგიენური-პროდუქცია
                            სატენდერო-განცხადება-ჰიგიენური-პროდუქცია
                        
                                                
                            
                            ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
                            ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია