
17 აგვისტო 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2783 - ტენდერი მექანიკური სასწორების მოდერნიზაციის შესახებ ელექტრო სასწორებად
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მექანიკური სასწორების მოდერნიზაციის შესახებ ელექტრო სასწორებად;
არსებული მოთხოვნები:
- 50 ტონიანი მექანიკური საავტომობილო სასწორის მოდერნიზება ელექტრო-მექანიკურ სასწორად;
- 120 ტონიანი მექანიკური სავაგონე სასწორის მოდერნიზება ელექტრო-მექანიკურ სასწორად;
მოდერნიზება მოიცავს:
- წონის მაჩვენებელი ინდიკატორი - 2 ცალი ( 1-1 თითოეულ სასწორზე)
- ტენზომეტრიული გადამცემი - 2ცალი (1-1 თითოეულ სასწორზე)
- საავტომობილე სასწორისათვის განკუთვნილი პროგრამა (შესაბამისად საავტომობილე სასწორსიათვის)
- სავაგონე სასწორისათვის განკუთვნილი პროგრამა (შესამაბისად სავაგონე სასწორისათვი)
- პერსონალური კომპიუტერი , აქსესუარებით და პრინტერით - 2 ცალი (1-1 თითოეული სასწორისათვის)
- სერტიფიცირება/კალიბრაცია
- მონტაჟი
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2017 წლის 17 აგვისტომდე ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- სარეკომენდაციო წერილი ორი, მაქსიმუმ 4 კომპანიისგან;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს არსებულ მოთხოვნებში მითითებული გრაფის შესაბამისად, ცალ-ცალკე ჩამოწერილი პუნქტების მიხედვით და დაჯამებული ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე;
გაითვალისწინეთ:
- მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
- შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 1 -4 კვირა.
- გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით;
განიხილება მხოლოდ 17 აგვისტოს ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე aalaverdashvili@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 38300000 საზომი ხელსაწყოები