ჩაბარების ვადა:
        
    23 აგვისტო 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2807 - ტენდერი სავარძლების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 23 აგვისტო 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სავარძლების შესყიდვაზე.
| # | დასახელება | ერთეულის ღირებულება | 
| 1 | სავარძელი - გორგოლაჭებიანი, შავი ფერის, ნაჭრის | |
| 2 | სავარძელი - მაღალფეხიანი, გორგოლაჭებიანი, შავი ფერის, ნაჭრის | |
| 3 | სკამები - შავი ფერის, საოფისე სკამი | 
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.
 
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2-ის და პროდუქტი#3-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
 - თანხის გადახდა მოხდება ნასყიდობის საგნის მოწოდების შემდეგ;
 - შეკვეთის რაოდენობა განისაზრება ბანკის შეკვეთის შესაბამისად, ყოველთვიურად;
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ;
 - წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;
 
სხვა პირობები
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 17 აგვისტოდან 2017 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით;
 - თანხის გადახდა მოხდება შეთანახმების საფუძველზე;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 790909 - ავთანდილ ჯაფარიძე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 23 აგვისტო, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=774&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი