ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28391 - ტენდერი მაგნიტური ბეიჯის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 23 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მაგნიტური ბეიჯის შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. 
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • სატენდერო კომისია გამარჯვებულ პრეტედენტს გამოავლენს ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით: შემოთავაზებული პროდუქციის ფასი, შემოთავაზებული პროდუქციის წარმოდგენილი ტექნიკური სპეციფიკაცია, პრეტენდენტის გამოცდილება. 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს. 
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს. 
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გადაავადოს ან გააუქმოს ტენდერი. ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ხელშეკრულების პირობები: გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება.
  • მიწოდების ვადა: შეკვეთების გაგზავნა და პროდუქციის მიწოდება განხორციელდება კვირაში ორჯერ, შეთანხმებული გრაფიკისა და დროის შესაბამისად.
  • მიწოდების ადგილი: თბილისი, ჭირნახულის ქ. 9;
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდეტმა წარმოადგინოს მის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტები დანართი N2-ში წარმოდგენილი ფორმით;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის ანდა გაკოტრების პროცესში.
  • პრეტენდენტს არ უნდა უფიქსირდებოდეს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალთა რეესტრში.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება თვეში ერთხელ, პროდუქციის ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად.

განფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • სატენდერო წინადადებაში ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის, უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯებს თბილისსა და შემოგარენში და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს).

დამატებითი ინფორმაცია:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ: 

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 5 ნოემბერი,18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
591 220 520 

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 18500000 სამკაულები, საათები და მონათესავე ნივთები
  • 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
შეკითხვები