10 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28400 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: შპს დიპლომატ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურებაზე.
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმკლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატი“ შპს დიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვანსადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-სსამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
ტენდერის აღწერილობა:
აღნიშნული ტენდერი ცხადდება 2026 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა - 2026 წლის 1 იანვრიდან, 1 წლის ვადით.
ინფორმაცია მომსახურებაზე:
- დიპლომატ ჯორჯიას სათავო ოფისისა და რეგიონალური ოფისების, მთავარი და დამხმარე საწყობების, ეზოს დასუფთავება, თანმდევი სადეზინფექციო, საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მიწოდება და ზემოაღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა.
- ობიექტების ჩამონათვალი:
- თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის 10, სამტრედია რობაქიძის ქ. N30,
- დაბა კულაში თამარ მეფის ქ. 8 ,
- ბათუმი, ბენზეს დასახლება ძმები ნობელების ქ.36,
- გორი, ცხინვალის გზატკეცილი N3 ,
- თელავი, აღმაშენებლის ქ.14,
- ახალციხე, 9 აპრილის ქ. 6 ე - სამუშაო საათები: 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირის გარდა. (გამონაკლისის სახით თვის ბოლო შაბათ დღეს შესაძლებელია საჭირო გახდეს მხოლოდ საწყობის დამლაგებლები)
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ტერიტორიის საერთო ფართის მოწესრიგება ყოველდღიურად,
- ინტერიერისა და იატაკის სისუფთავის მონიტორინგი,
- დერეფნებისა და შეხვედრების ოთახების სისუფთავის კონტროლი,
- საპირფარეშოების საერთო დალაგება და სისუფთავის კონტროლი,
- ჰიგიენური მარაგის შევსება.
- სამზარეულოს სისუფთავის კონტროლი და მარაგების შევსება.
- ლიფტის, ტერასების,კიბის უჯრედის დასუფთავება
- ფანჯრების სისუფთავის შენარჩუნება.
- თვეში ერთხელ ოფისის ვიტრაჟის გაწმენდა;
- ეზოს მოწესრიგება ყოველდღიურად;
- ეზოს საერთო დალაგება, დაგვა, ურნების დაცლა
- საწყობის ტერიტორიის მოწესრიგება ყოველდღიურად, ტერიტორიის დაგვა, უსადენო მოსაწმენდი აპარატებით მშრალი და სველი წმენდა, ნაგვის გატანა,
- სასაწყობე სტელაჟებისა და რიგელების გაწმენდა მტვრისგან ხელით მისაწვდომ სიმაღლეებზე.
- დამატებითი შეთანხმების საგანი წლის ჭრილში: გენერალური დასუფთავება, ვიტრაჟების გარე წმენდა და რბილი ავეჯის დამუშავება, მათ შორის ვინილური იატაკის
კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მომსახურე პერსონალის სრული მობილიზება და მოქნილობა კადრების ჩანაცვლების თვალსაზრისით;
- ხსნარებისა და სხვა დამხმარები საშუალების მარაგების კონტროლი და მოწოდება
- კომპანიის მენეჯმენტის ჩართულობა საჭირო შემთხვევებში
- ყოველთვიური რეპორტის გაზიარება თვის ჭრილში შესრულებული სამუშაოების
- აუცილებელია დასუფთავების ობიექტზე პასუხისმგებელ პირის (სუპერვაიზერი) დანიშნვნა
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- ინფორმაცია სადეზინფექციო ხსნარებსა და ყველა სხვა საშუალებებზე, რომელიც გამოყენებული იქნება ტერიტორიაზე.
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული განფასების ფაილი ფორმატისცვლილებების გარეშე) რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, დღგ ჩათვლით (ფასთა დანართი 1)
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასებიუნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონითგათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა პირობა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულფაილებში.
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღებისთარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
-
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭიროდოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც განიხილავთ სატენდერო მოთხოვნების შევსებისას, გთხოვთ წარმოადგინოთ დამატებითი ტოკუმენტის სახით.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების კოორდინატორი
საკონტაქტო პირი: თამარ კაკაშვილი
ელ. ფოსტა: t.kakashvili@diplomat.ge
ტელ: +995 599465328
შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: ნინო ბეროზაშვილი
ელ. ფოსტა: n.berozashvili@diplomat.ge
ტელ: +995 598 27 44 2
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება