5 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28423 - ტენდერი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე
- გამომცხადებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 28 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ტენდერს ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე.
ტენდერის წარდგენის მოთხოვნები:
პრეტენდენტმა უნდა წარადგინონ თავიანთი ტენდერის წინადადებები შემდგომ ფორმატში:
- სრულად შევსებული ტენდერის ფორმა.
- ყველა წინა საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია.
- ტექნიკური წინადადება.
- ფინანსური წინადადება.
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
შპს “კავკასიის მედიცინის ცენტრი” გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილეს. შპს “კავკასიის მედიცინის ცენტრი” არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობითიახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შპს “კავკასიის მედიცინის ცენტრი” იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 5 ნოემბერი, 18:00 სთ
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ნებისმიერი ტექნიკური კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოიწეროთ მეილზე:
nlapauri@nkc.ge ან დაგვიკავშირდეთ 551 06 00 06 ნიკა ლაფაური
სხვა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე nonmedical_procurements@vian.health ან დაგვიკავშირდეთ:
ზურაბ ბეროშვილი
ტელ: 571 757 152
თორნიკე ტყეშელაშვილი
ტელ: 551 46 44 22
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები