10 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28431 - ტენდერი ელ შედუღების და აირჭრის სასერთიფიკატო პროგრამებზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ,,ელ შედუღების და აირჭრის სასერთიფიკატო პროგრამებზე.
ფასთა გამოკითხვა გაიმართება შპს ქართული ცემენტის ელექტრონულ პლატფორმაზე.
კურსი უნდა მოიცავდეს:
I. ლითონების შედუღება
1) მუშა-შემდუღებელთა:
- პროფ. ჩვევების დადგენა (საგამოცდო ტესტირება)
- კვალიფიკაციის ამაღლება, უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, პირველადი ატესტაცია:
ა) ხელით ელექტრორკალური შედუღება;
ბ) აირული შედუღება
გ) აირული ჭრა;
დ) არგონრკალური შედუღება;
ე) პლაზმური ჭრის ოპერატორი;
ვ) ნ/ავტომატური შედუღება;
ზ) ხელით ელექტრორკალური შედუღება და აირჭრა
პერიოდული ატესტაცია:
ა) ხელით ელექტრორკალური შედუღება;
ბ) აირული შედუღება;
გ) აირული ჭრა;
დ) არგონრკალური შედუღება;
ე) პლაზმური ჭრის ოპერატორი;
ვ) ნ/ავტომატური შედუღება;
2) ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის:
- ურღვევი კონტროლის სპეციალისტის კვალიფიკაციის ამაღლება და ატესტაცია:
II. შენადუღი ნაკერის მექანიკური გამოცდები
- პირაპირა შენადუღი ნაკერების მექანიკური ტესტირების ჩატარება, მათ შორის:
ა) მექანიკური დამუშავება
ბ) ტესტირება გაღუნვაზე
ც) ტესტირება გაგლეჯვაზე
ტრენერი:
1- სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაშვებები: საზეინკლო, შედუღების და აირჭრის მიმართულებით.
2- დამატებითი მოთხოვნებია, რომ პროვაიდერს შეეძლოს სხვადასხვა ლოკაციაზე ჩასვლა, რამდენიმესაათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება, გამოცდა და სერთიფიკატების დამზადება ან/ და გახანგრძლივება.
კურსი უნდა ჩატარდეს:
რუსთავი, კასპი.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:
გთხოვთ გადმოგზავნეთ სერთიფიკატ(ებ)ი, კომპანიის შესახებ პრეზენტაცია და საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე ana.matsaberidze@cement.ge არა უგვიანეს 10 ნოემბრისა.
ტენდერის კატეგორია:
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები