ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28512 - ფასთა გამოკითხვა ხე-ტყის მოჭრაზე, დაკოტვრაზე, დატვირტვაზე, ტყიდან გამოტანაზე,ტრანსპორტირებასა და მოსახლეობაში დარიგებაზე

  • გამომცხადებელი: არ ემ ჯი აურამაინ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს არ ემ ჯი აურამაინ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ხე-ტყის მოჭრაზე, დაკოტვრაზე, დატვირტვაზე, ტყიდან გამოტანაზე,ტრანსპორტირებასა და მოსახლეობაში დარიგებაზე (დაცლა) ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფ. ბერთაკარსა და სენებში.

  • მომსახურების საგანი: ხე-ტყის მოჭრა, დაკოტვრა, დატვირტვა, ტყიდან გამოტანა, ტრანსპორტირება და მოსახლეობაში დარიგება (დაცლა) ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფ. ბერთაკარსა და სენებში
  • საშეშე მერქნული მასალის მოცულობა - 360 კბ.მ.;
  • ტრანსპორტირების მანძილი ტყეკაფიდან მოსახლეობამდე:
  • სოფ. ბერთაკარი - 300 კბ.მ. – 40 კმ; ✓ სოფ. სენები - 60 კბ.მ. – 40 კმ
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 10.11.2025 18:00 საათი
  • კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით.შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • შესრულებული მსგავსი სამუშაოების სია.
  • წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა: kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 511 21 00 35

ტენდერის კატეგორია:

  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები