14 ნოემბერი 2025, 13:00
სტატუსი:
მიმდინარეT28517 - ფასთა გამოკითხვა სილოსების მეტალის კორპუსის ინსტრუმენტალური შეფასების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 ნოემბერი 2025 დრო 13:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ქართული ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს კლინკერის და ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ინერტული მასალების საწარმოს და ბეტონის ქარხნების ქსელს.
კომპანიაში დასაქმებულია 1200-მდე თანამშრომელი.
შპს ქართული ცემენტი-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ლინკს: http://www.hunnewellcement.ge
ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ცემენტმზიდის (დაალოებით 80 ცალი) სილოსების მეტალის კორპუსის და შედუღება/შეერთების ადგილების ინსტრუმენტალური შეფასება შედუღების ხარისხზე და მეტალის დაღლილობაზე, ასევე საკონტროლო კომპონენტების როგორებიც არის წნევის მაჩვენებლებისა, ცემენტმზიდის კომპრესორის და ცემენტმზიდზე არსებული სარქველების გამართულობის შემოწმება შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
იხილეთ დეტალური აღწერა მომსახურებაზე:
- ვიზუალური შემოწმება შეფასება
- მეტალის სისქის შემოწმება
- მეტალის გადაღლის ინსტრუმენტალური შემოწმება
- შენადუღი ნაკერების ინსტრუმენტალური შემოწმება
- პნევმატური და წნევის სისტემების შემოწმება ტესტირება
- ჩატვირთვა-გადატვირთვის სარქველების შემოწმება ტესტირება
- საზომ-საკონტროლო სისტემების (წნევის მაჩვენებლების) შემოწმება გამართულობაზე
- სარქველების გაჟონვაზე და გამართულობაზე შემოწმება
- ჰიდრავლიკური და პნევმატური ტესტირების ჩატარება
წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტი რის მიხედვითაც ხორციელდება სამუშაო.
გაცემული უნდა იყოს დასკვნა ხარვეზებით, მიგნებებით და რეკომენდაციებით.
მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ კომპანიის შიდა პლატფორმაზე და ატვირთოთ შეთავაზება არაუგვიანეს 2025 წლის 14 ნოემბერს 13:00 საათისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ნინო ბერიძე
მობ: 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები