ჩაბარების ვადა:
30 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28557 - ტენდერი ბარელების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლომისი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #- EF-GE/802
- დანიშნულება: ბარელების შესყიდვა თანმდევი მომსახურებით
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით;
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
- მომწოდებელი ვალდებულია, წლის განმავლობაში გადაასტიკეროს უკვე არსებული ბარელები, შეცვალოს ბარელის თავები საჭიროების შემთხვევაში ან/და დაამზადოს ახლები, რომელთა შეკვეთა მოხდება წლის განმავლობაში ეტაპობრივად.
- ბარელების გადასასტიკერებლად, საბეჭდი ფაილები იქნება მოწოდებული შეკვეთის მომენტში.
- ხელშეკრულების დადებამდე, მომწოდებელი ვალდებულია თითოეულ პოზიციაზე წარმოადგინოს 1 სრული ბრენდიბრებული ბარელის ნიმუში, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2-3 დღის ვადაში.
- მომწოდებელმა უნდა წამოადგინოს, 1 ბრენდირებული ბარელის, ბარელის თავის და სრულად გადასტიკერების ღირებულება.
- გადაწყვეტილების მიღება მოხდება ნიმუშისა და ფასის საფუძველზე.
- მოწოდების ვადა- შეკვეთიდან 2-3 დღე. დიდ რაოდენობაზე შეთანხმებული იქნება გონივრული ვადა.
- ფასი მოწოდებული უნდა იყოს ტრანსპორტირების ჩათვლით - თბილისში ან ნატახტარის ქარხანაში.
- ფასი მოწოდებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტისმიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენსლარი.
- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"შემოთავაზების მიღება იწყება 10.11.2025 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 30.11.2025 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულმისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com
tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები