ჩაბარების ვადა:
        
    18 სექტემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2880 - ტენდერი მცირე ზომის ლუქების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 18 სექტემბერი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მცირე ზომის ლუქების შესყიდვაზე.
| # | დასახელება | ერთეულის ფასი | 
| 1 | 1 კგ. მცირე ზომის ლუქი | 
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
 
სხვა პირობები
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
 - ყოველთვიური შეკვეთის რაოდენობა განისაზღვრება 500-700კგ (მოთხოვნის შესაბამისად, მინიმუმ 500 კგ) ოდენობით. მოწოდება უნდა განხორციელდეს ყოველი თვის დასაწყისში 100-200 კგ-ს ოდენობით, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მოწოდება უნდა მოხდეს თვის განმავლობაში;
 - მცირე ზომის ლუქი უნდა იყოს დამზადებული ტყვიისგან (იხ. ნიმუშის ამსახველი სურათები);
 - პრეტენდენტებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს ნიმუშები, სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის #29ა).
 - ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მოწოდების შემდეგ;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 11 სექტემბრიდან 2017 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში პროდუქტი #1-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლადო სიჭინავა
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4617)
მობ.:(+995 599) 74 00 41
ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 სექტემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=785&lang=geo  
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
 - 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა