
29 სექტემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2905 - ტენდერი ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტისთვის, სავიზო მომსახურებასა და სატრანსპორტო საშუალების ბილეთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტისთვის, სავიზო მომსახურებასა და სატრანსპორტო საშუალების ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით.
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს
- 10/12 (მოთხოვნის შესაბამისად) კაცის სავიზო მომსახურება (არაუგვიანეს 2017 წლის 25 ოქტომბრისა);
- 10/12 (მოთხოვნის შესაბამისად) კაციანი სამუშაო ჯგუფის ტრანსპორტირება საქართველოდან ირლანდიაში და პირიქით (2017 წლის 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერი 7 დღე);
- ირლანდიაში სამუშაო ვიზიტის დანიშნულების ადგილი არის ვესტ კორკი (4 დღე) და დუბლინი (3 დღე), შესაბამისად უზრუნველყოს ამ მიმართულებებით საუკეთესო მარშრუტის პირობების შემოთავაზება შიდა ტრანსპორტირების ჩათვლით (შესაძლებელია მატარებლით შიდა გადაადგილების გათვალისწინებაც);
- გათვალისწინებული უნდა იყოს ევროკავშირის აკრძალვები სატრანსპორტი საშუალებებთან მიმართებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უზრუნველყოს სატრანსპორტო გადაადგილების მინიმალური ხანგრძლივობა;
- მგზავრობისას უზრუნველყოს მინიმალური რაოდენობის გადაჯდომა;
- უზრუნველყოს სამოგზაურო და ბარგის დაზღვევა;
- ფრენის/შიდა ტრანსპორტირების დაგვიანების, გადადების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს მგზავრების დანიშნულების ადგილზე დროული ტრანსპორტირება ალტერნატიული გზებით;
შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს ირლანდიის ვიზის მოსაპოვებლად საჭირო ყველა მოთხოვნა (დაზღვევის პირობები და ა.შ.)
ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა პირობას.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები (კომპანიის სრული დასახელება, საინდ. კოდი, იურიდიული მისამართი, მომსახურე ბანკი, ანგ. ნომერი);
- დეტალური მარშუტი (დაანგარიშებული 1 პიროვნებაზე და ჯამური ღირებულება);
- სავიზო მომსახურების ღირებულება (დაანგარიშებული 1 პიროვნებაზე და ჯამური ღირებულება).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2017 წლის 29 სექტემბრისა, ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ, ქ. თბილისში ი. გურჯის 7ბ-ში ან გამოაგზავნონ შემდეგ email-ზე: L.bokuchava@gipa.ge ; E.molashkhia@gipa.ge .
საკონტაქტო პირები: 577 61 44 44 ლაშა ბოკუჩავა, 577 10 11 07 ეკა მოლაშხია.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული დოკუმენტების (ყველა დოკუმენტი) წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის წინადადება არ განიხილება.
- პრეტენდენტის მიერ მომსახურების ღირებეულება მოცემული უნდა იყოს დ.ღ.გ. გარეშე;
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, შემსყიდველი შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ოპტიმალურ ვარიანტს.
- მომსახურების საერთო ღირებულება შეიძლება შემცირდეს პერსონათა (12 პიროვნება) რაოდენობის შემცირების შემთხვევაში ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოეიბს შემთხვევაში.
ტენდერის კატეგორია:
- 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები
- 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
- 60400000 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები