
25 სექტემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2910 - ტენდერი ბეტონის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ბეტონის სამუშაოების შესყიდვაზე.
სამუშაოების მოცულობა:
- არსებული დაზიანებული ბეტონის საფარზე დაზიანებული უბნების მოხსნა, 2,846 მ² ჯამური დასაგები რაოდენობა
- გთხოვთ იხილოთ დეტალური ტექნიკური დავალება მიმაგრებულ ფაილებში
- სამუშაოების განსახორციელებელი ადგილები და პროექტი იხილეთ თანდართულ ფაილებში
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ადგილზე სიტუაციის უკეთ შესასწავლად.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ბოლო ათი წლის განვალბაში.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჯავჯავაძის N34 (პიქსელის შენობა) 6 სართული გალფის სათაო ოფისი, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონტაკტო პირი, სოსო ქარსელაძე 577 00 49 49 ელ:ფოსტა s.karseladze@gulf-ge.com
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 25 სექტემბერის 17:00 საათამდე
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები