ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29160 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურების თანამშრომლების ზაფხულის ბრენდირებული სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: გაზ ენდ პეტროლ კომპანი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 იანვარი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურების თანამშრომლების ზაფხულის ბრენდირებული სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • გამმართველის მაისური კაცის ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
  • გამმართველის შარვალი კაცის ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 300 ცალი;
  • გამმართველის ქურთუკი კაცის ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 250 ცალი;
  • გამმართველის კეპი კაცის ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 100 ცალი;
  • გამმართველის მაისური ქალის ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 20 ცალი;
  • გამმართველის შარვალი ქალის ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 10 ცალი;
  •  დიასახლისის წინსაფარი ქალის ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 30 ცალი.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სპეც. ტანსაცმლის დიზაინები - Design
  • ლოგოტიპები  - Logo
  • სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური დახასიათება - დანართი_N1
  • კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი_N2

შენიშვნა:

  • რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.
  • ქსოვილის ტონალობა და ლოგოს დატანის მეთოდი დამატებით შეთანხმდება შემსყიდველთან.

შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი N121;
  • შესაბამისობის სერტიფიკატები და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეორეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის.

წინადადების წარდგენის წესი: 

I ეტაპი: დოკუმენტაცია/ კომერციული წინადადება უნდა გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ. ფოსტაზე echachanidze@neogas.ge არაუგვიანეს 2026 წლის 20 იანვრისა;

II ეტაპი: კომერციული წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში (აუცილებელია!) მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N117.

შესასყიდი პროდუქციის მოწოდების წესი და ვადები:

სპეც.ტანსაცმლის დამზადება და მოწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 6 მარტისა) შემდეგი პირობებით:

ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მომწოდებლებმა უნდაუზრუნველყოს თითოეული დასახელების სრულყოფილი ბრენდირებული ნიმუშის მოწოდებატექნიკურ დახასიათებაში მითითებული ზომების მიხედვით.

დამკვეთი დააზუსტებს ზომებს და რაოდენობებს ნიმუშების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაოდღის ვადაში და გადასცემს დაზუსტებულ შეკვეთას მომწოდებელს.

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შეკვეთის შესრულება და დამკვეთისათვის ჩაბარებადაზუსტებული შეკვეთის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

საკონტაქტო პირი: ესმა ჩაჩანიძე echachanidze@neogas.ge (599) 67-14-14

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 იანვარი, 18:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
შეკითხვები