20 იანვარი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29236 - ტენდერი ინდუსტრიული კირის (ლაიმის) შეძენაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL, USD, EUR
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 იანვარი 2026 დრო 16:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 იანვარი 2026 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST), შემდგომში “შემსყიდველი“, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ინდუსტრიული კირის (ლაიმის) შეძენის თაობაზე.
1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა, რაოდენობა/მოცულობა:
დასახელება: ინდუსტრიული კირი
რაოდენობა: დაახლოებით წლიური რაოდენობა 350.00 ტონა.
ზუსტი სპეციფიკაცია იხილეთ დანართში N1 ტექნიკური დავალება
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
1.3 განფასება:
განსაფასებლად გთხოვთ შეავსეთ დანართი N2 - ფასების ცხრილი
ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), „პროდუქტის“, გარდაბანში „შემსყიდველის“ ობიექტამდე სპეციალიზირებული SILOBUS-ებით ტრანსპორტირებისა და ჩამოცლის ხარჯებისჩათვლით.
ზუსტი მოთხოვნები იხილეთ დანართში N1 ტექნიკური დავალება
1.4 მიწოდების ადგილი, ფორმა და ვადა:
მიწოდება უნდა განხორციელდეს 1 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად “შემსყიდველის” ობიექტზე, შემდეგ მისამართზე, საქართველო, გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია. თითოეული პარტიის მიწოდების მაქსიმალური ვადა გთხოვთ მიუთითეთ შემოთავაზებაში. დაკვეთის პერიოდულობა და რაოდენობა თითოეული მოწოდებისათვის განისაზღვრება „შემსყიდველის“ მიერ (თითო დაკვეთა არანაკლებ 2 SILOBUSES-სა).
სილოსის მაქსიმალური მოცულობა არის 42 მ3 . ერთ მიღებაზე SILOBUSES მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 35 მ3
სასურველია რაოდენობის მოწოდება უნდა მოხდეს ყოველი დაფიქსირებული დაკვეთიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
„პრეტენდენტს“ საკუთრებაში ან იჯარით უნდა გააჩნდეს საკმარისი რაოდენობის სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებები (ე.წ. SILOBUSES), რათა უზრუნველყოს მიწოდება .
1.5 ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის ყოველი მიწოდების შემდეგ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. უცხოური ვალუტის შემთხვევაში ანგარიშსწორება იწარმოება ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (ადგილობრივი კომპანიებისათვის).
1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
„პრეტენდენტს“ უნდა გააჩნდეს მსგავსი „პროდუქტის“ რეალიზაციის და მოთხოვნილი „მომსახურების“ გაწევის გამოცდილება.
1.7 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის შესახებ:
„შემსყიდველის“ მოთხოვნის შესაბამისად, “პრეტენდენტი: ვალდებულია მიაწოდოს “შემსყიდველს” შემოთავაზებული საქონლის ნიმუში ტესტირებისათვის - 1 კგ-ის ოდენობით, ნიმუშს თან უნდა ახლდეს შესაბამისი ანალიზის, TDS და MSDS სერტიფიკატები;
ერთ “პრეტენდენტს” უფლება აქვს ტენდერში წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული საქონლის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. თითოეულ შემოთავაზებულ პროდუქტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 1 კგ-ის ოდენობით ნიმუში ტესტირებისთვის.
ნიმუშის იდენტიფიცირება და მიწოდების დეტალები:
- ნიმუშების მიწოდება მოხდება მხოლოდ ქეთევან კანდელაკთან, თბილისში, GWP-ის სათავო ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N10. საფოსტო ინდექსი 0179.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
საკონტაქტო ნომერი: +995 599 192500
- სატესტოდ მიწოდებულ თითოეულ ნიმუშს უნდა მიენიჭოს იდენტიფიცირებისათვის საჭირო კოდური დასახელება (რომელსაც „პრეტენდენტი“ მიანიჭებს თავად - შესაძლოა იყოს გარკვეული ციფრები), რომელიც დაფიქსირებული იქნება, როგოც მოწოდებულ ნიმუშზე ასევე ფასების ცხრილში, რომელსაც „პრეტენდენტი“ tenders.ge-ს საიტზე ატვირთავს.
- ნიმუშების არევის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, ჩადოთ ქაღალდი თითოეულ ნიმუშში, ან დააკრათ ზემოდან, სადაც დაწერთ თქვენი (პრეტენდენტის კომპანიის) სახელს, თქვენს მიერ მინიჭებულ კოდურ დასახელებას და პროდუქტის ორიგინალ დასახელება - რომელიც უნდა იყოს იდენტიფიცირებადი ანალიზის სერტიფიკატსა და MSDS-ში
- ნიმუშები შეიძლება გაიგზავნოს ქეთევან კანდელაკთან tenders.ge-ზე წინადადების ატვირთვამდე ან მის შემდეგ (არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში). მნიშვნელოვანია, რომ კოდური დასახელება, რომელსაც თქვენ მიანიჭებთ ნიმუშს, მითითებული იყოს ფასების ცხრილში.
1.8 „პრეტენდენტის“ მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი; (დანართი N2); - როგორც ექსელის ფორმატში, ასევე ხელმოწერილი ვარიანტი.
- შემოთავაზებული „პროდუქტის“ ანალიზის სერტიფიკატი.
- შემოთავაზებული „პროდუქტის“ TDS სერტიფიკატი.
- შემოთავაზებული „პროდუქტის“ MSDS სერტიფიკატი.
- პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემხვევაში);
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
- იმ შემთხვევაში თუ „პრეტენდენტი“ არ არის საქონლის უშუალო მწარმოებელი, „პრეტენდენტმა“ უნდა წარმოადგინოს საქონლის მწარმოებელთან გაფორმებული ექსკლუზივის დამადასტურებელი ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან ექსკლუზიური წარმომადგენლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- პრეტენდენტი კომპანიის სრული რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე 3 (სამი) თვით ადრე;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა წინამდებარე დოკუმენტი უნდა ამობეჭდოთ და ხელმოწერილი დაასკანეროს ან გაუკეთოს ელექტრონული ხელმოწერა.
- უცხოური კომპანიების მონაწილეობის შემთხვევაში, აუცილებლად თან უნდა იქნას დართული შესყიდვის პროცესში ჩართული ხელმომწერი პირის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი:
- კომპანიის შესახებ უახლოესი ამონაწერი ეროვნული ბიზნეს რეესტრიდან ან თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ეკვივალენტური ორგანოდან;
- ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ანიჭებს უფლებამოსილებას ხელმომწერ პირს;
- საბჭოს ან აქციონერთა დადგენილება, რომელიც ადასტურებს ხელმომწერი პირის დანიშვნას და უფლებამოსილებას;
- საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესაბამის უფლებამოსილებას.
- დოკუმენტი უნდა იყოს სათანადოდ ხელმოწერილი, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული და წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე. - კომპანიის მიერ სრულად შევსებული და დამოწმებული თანდართული კომპანიის კითხვარები (2 დოკუმენტი)
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.9 ხელშეკრულების გაფორმება:
გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობებისა და შემსყიდველის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
1.10 სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის „პრეტენდენტი“ არ უნდა იყოს:
· გაკოტრების პროცესში;
· ლიკვიდაციის პროცესში;
· საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში; - ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ასევე დოლარში და ევროში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- „პრეტენდენტის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
- „შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული „პრეტენდენტს“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს „პრეტენდენტებისგან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველის“ მხრიდან.
გავეცანი
/მონაწილე კომპანიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/
პასუხისმგებელი პირი: შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST), საიდენტიფიკაციო ნომერი 203828313, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 იანვარი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი/დოლარი/ევრო
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
დოკუმენტის დანართები:
- დანართი N1 - ტექნიკური დავალება
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- დანართი N3 - ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
- კომპანიის კითხვარები - 2 ცალი
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1456); მობ: +995 599 192500
ტენდერის კატეგორია:
- 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები