5 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2933 - ტენდერი სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის ობიექტებზე მიმდინარე სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოებზე.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით (ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით)
 
სხვა პირობები
- ტენდერის საფუძველზე მოხდება ფასის დაფიქსირება და თითოეული ობიექტისთვის გაფორმდება ცალ-ცალკე ხელშეკრულებები;
 - სარემონტო სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
 - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს შევსებული დანართი #1 ექსელის ფორმატში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში პროდუქტი #1-ის, პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - კომპანიის შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
 - კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი ბუქურს : 599565992
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=790&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
 - 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები