ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29393 - ტენდერი უსაფრთხოების სისტემისა და მონტაჟის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 17 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 იანვარი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს უსაფრთხოების სისტემის და მონტაჟის შესყიდვაზე.

ობიექტის მისამართი: ქალაქი თბილისი, როსტომ აბრამიშვილის II შესახვევი, N 4

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების  ფასი;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
    - საბანკო რეკვიზიტები - პრეტენდეტნის მიერ შესავსები ფორმა დანართი 1 ;
    - მასალათა ჩამონათვალი - შემოთავაზებული ფასების ცხრილი - წარმოდგენილი უნდა იქნეს პრეტენდეტის მიერდანართი 2 -ად;
    - პროექტი (PDF ფაილი დართულია ცალკე) - დანართი 3
    - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

  • საბანკო რეკვიზიტები- დანართი N1-ში,  
  • შესავსები ფასები ცხრილი -დანართი N2-ად  ინდივიდუალურად უნდა წარმოადგინოს პრეტედენტმა ;
  • პროექტი- დანართი N3 - დართულია ცალკე;  

თანდართული დოკუმენტაცია:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • დანართი 1: საბანკო რეკვიზიტები;
  • დანართი 2: მასალათა-ჩამონათვალი, შესავსები ფასების ცხრილი;
  • დანართი 3: პროექტი

სატენდერო მოთხოვნები:

  • სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
  • შესრულებული სამუშაოს გარანტია:
  • საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არანაკლებ 3 წელი.
  • საგარანტიოს წარმოშობის შემთხბებაში, შეტყობიებიდან არაუმეტეს ერთი დღის გარანტორმა უნდა მოახდინოს საკითხის შესწავლა, ობიექტზე ვიზიტი, საკითხის შესწავლა და დეფექტური აქტის წარდგენა.
  • 2 დღეში უნდა მოახდინოს საკითხის მოგვარება.
  • გარანტორმა წინასწარ უნდა მოახდინოს ობიექტის შესწავლა/გადმობარება და დაადასტუროს რომ ობიექტზე არსებული კომპონენტი (ელექტროობა და ა.შ. აგრეგატები, მასალა თუ სისტემა ) არის თავსებადია მის სისტემებთან.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

პრეტენდეტს, ასევე არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე რაიმე სახის დავალიანება და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა.

პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და ფართო მასშტაბიანი სამუშაოების მინიმუმ 3 ობიექტის ხელშეკრულება (მისამართი)  წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულებისგაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

  • სამუშაოები უნდა შესრულდეს ადგილობრივი კანონმდებლობის, რეგლამენტებისა და საერთაშორისო პრაქტიკების (NFPA) გათვალისწინებით; 
  • სახანძრო სისტემების მოწყობის ლოგიკები/სცენარები (მართვის პანელის, ელ. მომარაგების სისტემების, აუდიო გახმოვანების, კვამლსაწინააღმდეგო სისტემების, სახანძრო კარების მოქმედებათა სქემა) წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული დამკვეთთან;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
  • სამუშაოები უნდა ჩატარდეს მოცემული პროექტების მიხედვით;
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული განრიგით
  • პრეტენდენტმა თითოეულ შემოთავაზებულ პროდუქტზე უნდა მიუთითოს მწარმოებელი/გამომშვები ქვეყანა და კონკრეტული აგრეგატის, ასევე მასალების ზუსტი მოდელები; პრეტენდენტმა დამკვეთს უნდა მიაწოდოს შემოთავაზებული მასალების ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • პრეტენდენტ კომპანიას ბრძანებით უნდა უნდა ჰყავდეს დანიშნული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც კონტროლს გაუწევს შრომის უსაფრთხოების საკითხების დაცვას, ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მთელ პერიოდში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ბრძანება და აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი;
  • მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მიმწოდებელმა/შემსრულებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოწოდებული კომპონენტის ტესტირება; უნდა მოხდეს ტესტირების შედეგების დოკუმენტირება; ტესტირება წარმატებულად ჩაითვლება თუ მიღებული შედეგები დაემთხვევა მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მნიშვნელობებს და პროექტით გათვალისწინებულ დეტალებს;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 იანვარი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია

მარიამ ტაბატაძე
ელ.ფოსტა: tenders@gc.ge
ტელ: +995 577 331197 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწეროთ tenders@gc.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
შეკითხვები