ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29580 - ტენდერი 9 აპარტამენტის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: York Holding Group
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

იორკ ჰოლდინგ გრუპი აცხადებს ტენდერს ტაბახმელაში მდებარე „Vista Garden“-ის პროექტზე არსებული 9 აპარტამენტის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.

აპარტამენტები არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში.
შესასრულებელია სტანდარტული ხარისხის სარემონტო სამუშაოები.

გამოყენებული მასალების დიზაინი და ხარისხი დაზუსტდება შემსრულებლის არჩევის ან/და უშუალოდ შესრულების პროცესში. საწყის ეტაპზე გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ რენდერებს, სადაც წარმოდგენილია რემონტის სასურველი საბოლოო ვიზუალი.

შესრულების პროცესში შესაძლებელია სამუშაოების მოცულობის ცვლილება. შესაბამისად, ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის საფუძველზე.

სატენდერო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია
    (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან)
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
  • რეკომენდაციები (სასურველია)

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც სარემონტო სფეროში მინუმ 2 წელია ოპერირებს.

კონტრაქტის პირობები:

  • კონტრაქტი ფორმდება დამკვეთის შაბლონის მიხედვით
  • ანაზღაურება: შესრულებული სამუშაოების მიხედვით (ფორმა 2)

სატენდერო შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სრულად შევსებულ BOQ ფაილს (თანდართული ფორმის მიხედვით)
  • სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადებს
    (სასურველია წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გეგმა-გრაფიკი)
  • გარანტიის პირობებს
  • საავანსო მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში)

წინადადება უნდა გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზეProcurement@yorktowers.com

სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 თებერვალი, 18:00 საათი.

საკონტაქტო
 ინფორმაცია:

ადმინისტრაციული  საკითხები 
მობ: 577 68 94 74 - ნიკა (შესყიდვების მენეჯერი)

დიზაინი, რენოვაციის სპეციფიკაციის საკითხები:
მობ: 597 61 61 21 - ელენე (რენოვაციების მენეჯერი)

ტექნიკური საკითხები და ადგილზე ვიზიტის დასაგეგმად:
მობ: 555 28 77 46 - ილია (პროექტ მენეჯერი)

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები