ჩაბარების ვადა:
28 თებერვალი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29581 - ტენდერი ტაბახმელაში მდებარე 20 საცხოვრებლის დეფექტების გამოსწორებაზე
- გამომცხადებელი: York Holding Group
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 თებერვალი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
„იორკ ჰოლდინგ გრუპი“ აცხადებს ტენდერს ტაბახმელაში მდებარე „Vista Garden“-ის პროექტზე არსებული გარემონტებული საცხოვრებელი ობიექტების დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოებზე.
სამუშაოები მოიცავს:
- 1 ვილას
- 19 ბინას
ობიექტები არის გარემონტებულ მდგომარეობაში.
დეფექტები არის წინასწარ აღწერილი და წარმოდგენილია თანდართული BOQ ფაილის სახით.
სამუშაოების სპეციფიკა:
- თანდართულ BOQ ფაილში მითითებულია არსებული დეფექტები და სამუშაოების მოცულობა.
- შესრულების პროცესში შესაძლებელია სამუშაოების მოცულობის ცვლილება, შესაბამისად
- ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისმიხედვით, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ის საფუძველზე.
სატენდერო მოთხოვნები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- კომპანიის შესახებ ინფორმაცია
(ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) - შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
(სასურველია ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება) - რეკომენდაციები (არ არის სავალდებულო)
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც სარემონტო/სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 2 წელია ოპერირებს.
კონტრაქტის პირობები
- კონტრაქტი ფორმდება დამკვეთის შაბლონის მიხედვით
- ანაზღაურება: ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით (ფორმა №2)
სატენდერო შეთავაზება უნდა მოიცავდეს
- სრულად შევსებულ BOQ ფაილს (თანდართული ფორმის მიხედვით)
- სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადებს
- გარანტიის პირობებს შესრულებულ სამუშაოებზე
- საავანსო მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში)
წინადადება უნდა გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: Procurement@yorktowers.com 28 თებერვლის 18:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება