ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2026, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29594 - ტენდერი ერთი ცალი შეჯავშნული ფურგონის ტიპის (მ/ავტობუსი) შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: პროკრედიტ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 თებერვალი 2026 დრო 16:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: ერთი ცალი შეჯავშნული ფურგონის ტიპის (მ/ავტობუსი) შესყიდვაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: ერთი ცალი შეჯავშნული ფურგონის ტიპის (მ/ავტობუსი) შესყიდვა

ძირითადი მოთხოვნები:

ერთი ცალი ბრონირებული ა/ მანქანის შესყიდვა

მანქანაში უნდა იყოს 3 ადგილი 2 წინ და ერთი უკან (ყველა ადგილი უნდა იყოს ბრონირებული)

ტვირთის გადაზიდვის მაქსიმალური დასაშვები წონა:  სამი ადამიანის   და ჯავშნის გარდა 750 კილოს გადაზიდვის საშუალება

ძრავის მოცულობა: არანაკლებ 2.100 ლ - არაუმეტეს 3.0 ლ.

- სიმძლავრე: არანაკლებ 130 ცხენის ძალა.
- ძრავის ტიპი: ტურბო დიზელი (სასურველი აღჭურვილი იყოს SCR (Selective Catalytic Reduction სისტემით).
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური არანაკლებ 5+1 საფეხურიანი.
- საჭის გამაძლიერებელი.
- მინიმუმ ერთი უსაფრთხოების ბალიში (მძღოლის).
- ABS სისტემა.
- კონდიციონერი.
- აუდიო სისტემა, USB წამკითხველით.
- მარცხენა საჭით.
- ა/მანქანის ფერი-თეთრი ან შავი
- ა/მანქანის სიგრძე: 4,90 მეტრი -  5,2 მეტრი
- ა/მანქანის სიმაღლე: მაქ. 2,15 (ციმციმების ჩათვლით)

- კაბინაში მძღოლის და ორი მგზავრის განთავსების ადგილი  
- გამოშვების წელი  ახლის შემთხვევაში არანაკლებ 2025 დან , მეორადის შემთხვევაში 2021-დან 
-განიხილება ახალი ან ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომობილის შესყიდვა 
ჯავშანი მძღოლისა და ეკიპაჟის კაბინა ფულის საცავით დაცული უნდა იყოს B4+ EN1063 სტანდარტის ან მსგავსი (VR4 VPAM BRV2009) სტანდარტის მიხედვით (უნდა წარადგინოთ შესაბამისი სერტიფიკატი)
- ჯავშანსახურავი აღჭურვილი უნდა იყოს ავარიულ სიტუაციაში ტრანსპორტის დატოვების უზრუნველსაყოფი ავარიული ლუქით;
- ავარიული ლუქი განლაგებული უნდა იყოს B4+ კაფსულის შუაში.
- ავარიული ლუქი უნდა იყოს გარეთ გასახსნელი. გახსნა უნდა ხდებოდეს ერთი ხელით, ორი მოძრაობით (შემთხვევითი გაღების გამოსარიცხად), დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.

უნდა გაუქმდეს შუშის ამწევ - დამწევი მექანიზმი. ჯავშანმინა უნდა იყოს უძრავი;

წინა წამყვანი

მანქანის სტატუსი: სპეციალიზირებული

გაძლირებული უნდა იყოს სავალი ნაწილი, კერძოდ: ამორტიზატორები, რესორები, წინა ზამბარები  

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილი)
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი ( თავისუფალი ფორმის მანქანის სპეციფიკაციით)

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზების გამზ. 21 და ჩააბარეთ ბანკის პირველ სართულზ არსებულ კანცელარიაში.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა:  20 თებერვალი 2026 წელი 16:00 საათამდე

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსი  სპეციალისტი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
ელ.ფოსტა: geo.tenders@procredit-group.co

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:

დავიდ ტაბიძე
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1880)
ელ.ფოსტა: David.Tabidze@procredit-group.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
შეკითხვები