ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29605 - ტენდერი Digital Twins ლაბორატორიის ტექნიკის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების გაციფრულებაში - Introduction of Innovative Technologies in Digitalization of Technological Processes and Production“ (DIGITECH - 101237882) ფარგლებში, აცხადებს ღია ტენდერს „Digital Twins“ ლაბორატორიის ტექნიკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს (შემდგომში დაინტერესებული პირი/პრეტენდენტი). 

ძირითადი მოთხოვნები: ყველა დაინტერესებული პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება მინიმუმ ბოლო 2 წლის განმავლობაში;
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი მსგავსი მასშტაბის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

დამატებითი მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილ უნდა იქნას დანართ N1-ის შევსების გზით,ღგ-ს გარეშე (პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით). ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება შემდგომში ანაზღაურებას, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების შემთხვევაში.
  • შემოთავაზებული ტექნიკა მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციები); უპირატესობა მიენიჭება საუკეთესო ფასისა და სპეციფიკაციების მქონე სატენდერო წინადადებას.

პრეტენდენტი უფლებამოსილია, განაცხადი გააკეთოს დანართ N1-ში მოცემული ტექნიკის არასრულ ჩამონათვალზე (მაგალითად, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე დასახელების ტექნიკაზე), რაც არ ჩაითვლება წინამდებარე ტენდერით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.

კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:

  • ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მყიდველისთვის მიწოდება არაუგვიანეს 2026 წლის 30 მარტამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N82.
  • კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის 50%-ის ანაზღაურება განხორციელდება კონტრაქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი 50%-ს ანაზღაურება მოხდება ტექნიკის მყიდველისთვის ადგილზე ჩაბარებიდან და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში.
  • ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ასევე განიხილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები, ვიდრე ეს მითითებულია დანართ N1-ში.
  • ტენდერით განსაზღვრულ ვადაში სატენდერო დოკუმენტაციის არასრულად/არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება. არასრულად/არასწორად წარმოდგენილ დოკუმენტაციად არ მიიჩნევა დანართი N1-ით გათვალისწინებული ფორმის არასრული შევსება იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ განაცხადის შემოტანა ხორციელდება დანართი N1-ით გათვალისწინებული ტექნიკის არასრულ ჩამოანთვალზე.

პროცედურა: წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია:

· განცხადების ფორმა (იხილეთ ნიმუში);

  • დანართი N1 (ფასთა კვოტირების ფორმა; გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე);
  • დანართი N2 (Declaration of Honour);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2026 წლის 25 თებერვლამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge - სათაურით ტენდერი_DIGITECH.  

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე: info@btu.edu.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
შეკითხვები