27 თებერვალი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT29694 - ტენდერი რუსთავის ქარხანაში ID FAN-დან მიმავალი ჰაერსადინრის აღდგენა/შეცვლაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 თებერვალი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს რუსთავის ქარხანაში ID FAN-დან მიმავალი ჰაერსადინრის აღდგენა/შეცვლაზე.
ტენდერის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული ქარხნისთვის ID FAN-დან მიმავალი ჰაერსადინრის აღდგენა/შეცვლა. ,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.
მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.
შესასრულებელი სამუშაოები:
- 10560მმ სიგრძის ჰაერსადინრის დემონტაჟი და ახალი ჰაერსადინრით ჩანაცვლება
- Ø1700მმ დიამეტრის მილზე საყრდენთან აღსადგენი იქნება ჰერმეტიზაცია. საყრდენთან შეხებაში მყოფი ადგილი გაცვეთილია და ხდება ჰაერის გადინება/შეწოვა.
- 10560მმ-ნი მონაკვეთის შესაცვლელად საჭირო იქნება 3 ცალი ფილტრებთან დამაკავშირებელი #1(Ø600მმ), #3(Ø600მმ)და #4(Ø1500მმ) მილების გამაგრება/ფიქსაცია ან დემონტაჟი/მონტაჟი.
- რბილი შეერთები #2 და #5 არის დაზიანებული. საჭიროა გაუკეთდეს დემონაჟი, აღდგენა და მონტაჟი.
- საჭიროა მოხდეს მექანიკური შიბერი #6 -ის დემონტაჟი, კორპუსისა და ფრთების აღდგენა და უკან მონტაჟი.
- შეცვლილ მილგაყვანილობაზე დასამონტაჟებელი იქნება თერმოიზოლაცია,
აუცილებელია შემსრულებელმა ადგილზე გაიაროს სამუშაობი და მოგვცეს შესრულების გეგმა-გრაფიკი.
სამუშაოს შესრულების ვადა არის 2 კვირა.
წინასწარ იქნება დასამზადებელი შესაცვლელი მილგაყვანილობა და ქარხანაში მოწოდება.
ამასთანავე შემსრულებელმა სამუშაობის დაწყებამდე H&S სამსახურში უნდა წარმოადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც მის ქარხანაში დასაშვებად იქნება საჭირო.
ტექნიკური კითხვების შემხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით მახო ჭყოიძეს +995 577 500 583
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი დეკუმენტაცია:
- აღნიშნულ სამუშაოებზე გეგმა გრაფიკი;
- თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
- რისკების შეფასება;
- სამუშაო მეთოდოლოგია;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
- ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
- უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
სამუშაოების შესრულების ადგილი: რუსთავის ცემენტის ქარხანა
სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ სამუშაოს შესრულების თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
გადახდის პირობები: ეტაპობრივი შესრულებული სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე ან სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.
წინადადების მოწოდებამდე აუცილებელია შემსრულებლის ვიზიტი ადგილზე რუსთავის ცემენტის ქარხანაში.
წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 27.02.2026 – 15:00 საათი.
ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
შალვა ბერიძე
+995 591 538 383
shalva.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები