16 თებერვალი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29700 - ტენდერი ქსელის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემის შესყიდვა
- გამომცხადებელი: ბანკი ქართუ
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 თებერვალი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, ქსელის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემის შესყიდვის მიზნით.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტმა, საბაზისო მონაცემების ნუსხით (ს.მ.ნ.), ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციით (ი.ტ.მ.) და ტექნიკური დავალების (დანართი#1) შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე სატენდერო შემოთავაზება დედნების სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები:
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება: სს „ბანკი ქართუ“ ქსელის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემის შესყიდვა.
- პრეტენდენტმა კომპანიამ ოფიციალური შეთავაზება ბანკს უნდა წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 16 თებერვლისა.
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკონტაქტო პირი საორგანიზაციო საკითხებზე:
მარიამ ლეჟავა, მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტექნიკურ საკითხებზე:
ლაშა მჭედლიშვილი, მობილური ნომერი: (+995) 599 08 97 37, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (448);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. - შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სმნ-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
ძირითადი მოთხოვნები: იხ. დანართი 1
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები