ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29799 - ტენდერი ოფისების და სერვის ცენტრების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ამბოლი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 13 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 13 თებერვალი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა: 

კომპანია “ამბოლი” აცხადებს ტენდერს ოფისების და სერვის ცენტრების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურების/საქონლის აღწერა:

ფასმოკვლევა ცხადდება დასუფთავების მომსახურებაზე შემდეგ ლოკაციებზე: სათავო ოფისი, ფილიალები, ცენტრალური და რეგიონალური საწყობები. დასუფთავების არეალს წარმოადგენს შოურუმი, საწყობი, სერვისის სივრცე, ფილიალის შესასვლელთან არსებული გარე ტერიტორია და შენობების საერთო სივრცეებში არსებული ვიტრაჟები და სხვა ფასადის ნაწილები. ფილიალები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მათ შესახებ ინფორმაცია და მომსახურების ინდივიდუალური დეტალები მოცემულია დანართ N1-ში. 

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს . 

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2026 წლის 24 თებერვალი
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება  - 12 თებერვალი 2026 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება  - 24 თებერვალი 2026 წელი

შპს „ამბოლი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „ამბოლისთვის“

შპს „ამბოლი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი  მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს. 

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები იტოვებენ უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

წესები და კითხვები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის  მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა. 
  • გთხოვთ, სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია.
  • აუცილებელია, შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

2. შემოთავაზება

შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სრულყოფილად შევსებული ფასების ცხრილი დანართი N2
  • ომპანიის ზოგადი ინფორმაცია და რეკვიზიტები
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების ჩამონათვალი)
  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საქართველოს რეზიდენტი ორი კომპანიის სარეკომენდაციო წერილი
  • შემოთავაზებების მიღებისა და ტენდერის პროცესი:
  • ტენდერის პროცესი იმართება ონლაინ პლატფორმაზე Tenders.ge, სადაც ტენდერის დასრულების ვადამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი.
  • დამაზუსტებელი კითხვების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უნდა დაუკავშირდეს ამავე დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო პირს.
  • ფასმოკვლევაში მითითებული სპეციფიკაციებიდან განსხვავებული შემოთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ფაილში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი.
  • შემოთავაზების წარმოდგენის შემდეგ, მოთხოვნის შემთხევაში უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი განფასება - დანართი N2
  • რეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით. 

დასუფთავებისთვის საჭირო მასალები და ხსნარები:

  • სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული ხსნარები (მიუთითეთ ბრენდები და გამოყენების არეალი);
  • იატაკისა და ავეჯის წმენდისთვის განკუთვნილი სითხეები;
  • მინის ზედაპირების საწმენდი ხსნარები;
  • დამატებით: ტუალეტის ქაღალდი (მიუთითეთ ბრენდი ან მინიმალური სტანდარტი, რაოდენობა თვეში);
  • ხელსახოცები/(საპირფარეშოებისთვის და სამზარეულოსთვის — რაოდენობა და მახასიათებლები).

შენიშვნა: აუცილებელი მოთხოვნაა დასუფთავებისთვის საჭირო მასალების და ინვენტარის მოწოდება თქვენი კომპანიის მიერ. 

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით. 

შპს „ამბოლი“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია,  ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“  

3. კონფიდენციალობა

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია შპს „ამბოლი“-ს  მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

4. დანართი

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • დანართი 1 - ლოკაციების ჩამონათვალი
  • დანართი 2 - შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი
  • დანართი 3 - ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი
ნინო ღავილაშვილი
ელ. ფოსტა: n.ghavilashvili@amboli.ge
ტელ: +995 591 921 688

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
შეკითხვები