ჩაბარების ვადა:
20 თებერვალი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29817 - ტენდერი სადემონტაჟო და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 თებერვალი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 თებერვალი 2026 დრო 17:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 16 თებერვალი 2026 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სადემონტაჟო და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე სათავო ოფისის შენობაში, რომელიც მოიცავს:
- აგურის კედლის დემონტაჟს
- თაბაშირ-მუყაოს ფილების დემონტაჟს
- ფასადის მოსაპირკეთებელი ქვის დემონტაჟს
- ბლოკის/აგურის კედლისა და ალუმინის ვიტრაჟების დემონტაჟს
- ხის იატაკის დემონტაჟს
- დემონტაჟის შემდგომი სამშენებლო ნაგვის ჩაყრას ტომრებში, პიონერით ჩატანას და ნაგავსაყრელზე გადაყრას;
- მილ-კვადრატის ჩარჩოს მოწყობას სახანძრო კარებებისთვის;
- თაბაშირ-მუყაოს ტიხრის მოწყობას ორმაგი ცეცხლმედეგი ფილით და ქვა-ბამბის იზოლაციით;
- თაბაშირ-მუყაოს ტიხრების შეფითხვნას და შეღებვას;
- გენერალურ დალაგება/ დასუფთავებას დემონტაჟისა და მონტაჟის შემდგომ.
1.2. გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია:
- სამუშაოები უნდა შესრულდეს სათავო ოფისის ჯამში 13 სართულზე;
- ხარჯთაღრიცხვის გამოგზავნამდე აუცილებელია, რომ პრეტენდენტმა კომპანიამ განახორციელოს ვიზიტი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისში და დეტალურად დაათვალიეროს შესასრულებელი სამუშაოები;
- სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგ დროებში: სამუშაო დღეები - საღამოს 19:00 სთ-დან, უქმე დღეები - შესაძლებელია დილიდან;
- კონკრეტულ სართულებზე შესასრულებელი სამუშაოების განრიგი უნდა შეთანხმდეს ბანკთან;
- კონკრეტული სართულის დასრულების შემდგომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ჩატანა და დემონტაჟითა და ნარჩენებით დამტვერილი/დანაგვიანებული ტერიტორიის გენერალური დასუფთავება;
- სამუშაოების მოცულობა/რაოდენობები მოცემულია დანართ №1-ში, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს სამუშაოების განფასება.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ხარჯთაღრიცხვის ცხრილის მიხედვით (დანართი №1-ის შესაბამისად);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 თებერვალი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00.
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
დოკუმენტაცია
დანართი #2 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #2 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი №1 - ფასების ცხრილი
დანართი №1 - ფასების ცხრილი
ტენდერი - სადემონტაჟო და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულება
ტენდერი - სადემონტაჟო და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია