27 თებერვალი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT29824 - ტენდერი #01-13/02/26-SI - შენობა 5/4-ის დაზიანებული თუნუქის სახურავის შეკეთების სამუშაოებზე - ქ. თბილისში, აგლაძის 32
- გამომცხადებელი: საქინვესტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 თებერვალი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს: #01-13/02/26-SI - შენობა 5/4-ის დაზიანებული თუნუქის სახურავის შეკეთების სამუშაოები - ქ. თბილისში, აგლაძის 32.
სამუშაო არეალის ფართობი: დაახლოებით 1200 კვ.მ-ს.
სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირა.
თანდართული ფაილები: დანართი 1 - კომერციული წინადადება
საბოლოო კომერციული წინადადების წარმოდგენამდე სავალდებულოა ობიექტზე ვიზიტი და დეტალური პირობების ადგილზე გაცნობა/გავლა.
შენიშვნა: კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას დამკვეთის მიერ მოთხოვნილ ვადებში თანამშრომლობის შესახებ.
ტენდერში მონაწილეობის პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
დეტალურად შევსებულ დანართი 1-ს, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით; წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას ლარში.
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას, მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- ანგარიშსწორების პირობას;
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
შენიშვნა: პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ინფორმაციას გარანტიის შესახებ;
- საბანკო რეკვიზიტებს (ბანკის ბეჭდიანი ცნობის სახით)
- პრეტენდენტი კომპანიის საკონტაქტო პირის ინფორმაციას
დამატებითი დეტალები:
- დამკვეთი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გამართოს დამატებითი შეხვედრები ტენდერში მონაწილე კომპანიებთან, დეტალების დაზუსტების მიზნით.
- ტენდერის გამოცხადება არ აჩენს ვალდებულებას რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით
წინადადების წარდგენის წესები:
შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა. კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება და ნომერი - „#01-13/02/26-SI - შენობა 54-ის დაზიანებული თუნუქის სახურავის შეკეთების სამუშაოები - ქ. თბილისში, აგლაძის 32“.
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელ.).
- ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 27 თებერვალი, 2026 (15:00 საათი).
საკონტაქტო პირები:
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით
ნათია გელაშვილი
577756006
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
გიორგი გილაური
599516160
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები