10 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2987 - ტენდერი ბეჭდების, შტამპების და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 ოქტომბერი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბეჭდების, შტამპების და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე.
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
 
სხვა პირობები
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
 - საქონლის შესყიდვა მოხდება რეგულარულად, სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
 - ანგარიშსწორება მოხდება ყოველ ჯერზე საქონლის მოწოდების შემდეგ;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 3 ოქტომერი 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და დანართი 1-ის ჯამი მიუთითეთ პროდუქტი #1-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დეტალური შეთავაზება, აუცილებლად უნდა მიეთითოს ფასები შესაბამისი ზომების ჭრილში, მომწოდებელმა შემოთავაზებაში დამატებით უნდა მიუთითონ ყველა ტიპის და ზომის ბეჭედი და შტამპი, ასევე დამთარიღებლები და სათადარიგო ბალიშები შესაბამისი ფასებით, რასაც ამზადებენ;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: 
ავთანდილ ჯაფარიძე
 ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4626)
 მობ.:(+995 599) 79 09 09
 ელ-ფოსტა: ajapharidze@bog.ge 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=793&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა