6 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29891 - ბაზრის კვლევა ბრენდის პოზიციონირების შესწავლაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 თებერვალი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ბრენდის პოზიციონირების შესახებ.
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:
- ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის პირობები:
- ბაზრის კვლევა ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები(შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს კვლევის სქემა, შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- შემოთავაზებული ძირითადი წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო წერილები (TOP 3 დამკვეთისგან)
- კონტროლის ჯგუფი - გაგვიზიარეთ კონტროლის პრაქტიკა და მექანიზმები
- კვლევაში ჩართული გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია/კომპეტებციები
- კვლევის დიზაინი და გეგმა
- კვლევაში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ექსკლუზიური, ვალიდიზირებული მეთოდოლოგიები (ლიცენზიების არსებობის შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტები), ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური ჰიბრიდი. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული მეთოდოლოგიის ფარგლებში მოხდეს ამოცანის სრულად და სიღრმისეულად დაფარვა
- შერჩეული მეთოდოლოგიის ნიმუშის წარდგენა, რომელშიც მკაფიოდ გამოჩნდება ანალიზის ჭრილები, მეთოდოლოგიის ვიზუალიზაცია და უპირატესობები
- თვისებრივი კვლევის აუცილებელი მოთხოვნაა ბანკის წარმომადგენლების დასწრება და ჩანაწერების გაზიარება.
- საორიენტაციო ბიუჯეტი და ვადა
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ბაზრის კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
577 524235
მარიამ ტლაშაძე
mtlashadze@bog.ge
598 903 435
ტენდერის კატეგორია:
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა