ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29892 - ტენდერი საარქივო მომსახურეობის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 23 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 თებერვალი 2026 დრო 12:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 23 თებერვალი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საარქივე მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს (შემდგომში „პრეტენდენტი“) მონაწილეობის მისაღებად. 

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), რაოდენობა/მოცულობა: 

შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერა იხილეთ დანართებში:

  • დანართი N1- „ტექნიკური დავალება“
  • დანართი N2- „ფასების ცხრილი“

1.3 განფასება:

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.

1.4 მომსახურების მიღების წესი, ფორმა და ვადა:

მომსახურების მიღების წესი, ფორმა და ვადა უნდა განისაზღვროს დანართ N2-ში, კომენტარის ველში. 

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში: გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად), მომსახურეობის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების/ფაქტურის დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

„პრეტენდენტს“ უნდა გააჩნდეს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის მომსახურეობის გაწევის გამოცდილება.

1.7 სპეციალური მოთხოვნები:

  • „პრეტენდენტი“ ვალდებულია „შემსყიდველს“ წარუდგინოს ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში ან მოხმარებაში ქონის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • „პრეტენდენტი“ ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში „შემსყიდველს“ დაათვალიერებინოს ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი ფართი.

1.8 „პრეტენდენტის“ მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შევსებული ფასების ცხრილი; (დანართი N2);
  • ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში ან მოხმარებაში ქონის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემხვევაში);
  • პრეტენდენტი“ კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე და ტექნიკურ დავალებაზე, რომელთა დასადასტურებლად „პრეტენდენტმა“ უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წინამდებარე „ზოგადი სატენდერო მოთხოვნები“ და ხელმოწერილი დანართი N1- „ტექნიკური დავალება“.
  • რეკომენდაციები კომპანიებისგან, რომლებსაც „პრეტენდენტი“ კომპანიის ფართში შენახული აქვთ 3000-ზე მეტი ერთეული სააქრივე ყუთი. 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

შემოთავაზება აუცილებლად უნდა აიტვირთოს ტენდერს.ჯი-ს ვებგვერდზე. დაუშვებელია შემოთავაზების ელ. ფოსტაზე გამოგზავნა.

1.9  სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვისპრეტენდენტი“ არ უნდა იყოს
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • „პრეტენდენტის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველიგამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველიარ არის ვალდებული „პრეტენდენტს“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • „შემსყიდველი“იტოვებს უფლებას გადაამოწმოს „პრეტენდენტებისგან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია „პრეტენდენტი“ კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ „პრეტენდენტის“ მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, „პრეტენდენტი“ იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.  

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარვალდებულებას „შემსყიდველი“მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 თებერვალი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში  

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: . თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge  
ტელ.: +(995 322) 931111; მობ: 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: . თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 მობ: 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები