2 მარტი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29893 - ბაზრის კვლევა ერთჯერადი გამოყენების საინკასაციო პარკებზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 თებერვალი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 მარტი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევა ერთჯერადი გამოყენების საინკასაციო პარკებზე
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ბაზრის კვლევის მსვლელობის პერიოდში.
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა;
- წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.
ზოგადი ინფორმაცია:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ერთჯერადი გამოყენების საინკასაციო პარკების შესყიდვის მიზნით. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
ბაზრის კვლევის მოთხოვნები:
ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები (ვრცელდება ყველა ზომის პარკზე):
- მასალა: უნდა იყოს დამზადებული მაღალი სიმტკიცის, გაუმჭვირვალე პოლიეთილენისგან.
- უნიკალური იდენტიფიკაცია: თითოეულ პარკს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური, უნიკალური ნომერი და შესაბამისი შტრიხკოდი.
- უსაფრთხოების ლენტი (შესაკრავი): აღჭურვილი უნდა იყოს თვითწებვადი დაცვითი ლენტით, რომლის გახსნის მცდელობისას რჩება ვიზუალური დაზიანების კვალი.
- სახელური: უნდა ჰქონდეს სახელური ტრანსპორტირების გასამარტივებლად.
პარკების სპეციფიკაციები ზომისა და ტვირთამწეობის მიხედვით:
ტიპი 1:
ზომები (სიგანე x სიმაღლე): დაახლოებით 15 x 20 სმ
მინიმალური ტვირთამწეობა: 5 კგ
ტიპი 2:
- ზომები (სიგანე x სიმაღლე): დაახლოებით 25 x 30 სმ
- მინიმალური ტვირთამწეობა: 9 კგ
ტიპი 3:
- ზომები (სიგანე x სიმაღლე): დაახლოებით 35 x 35 სმ
- მინიმალური ტვირთამწეობა: 18 კგ
ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
25,000 ერთეული - ერთიანი შესყიდვის შემთხვევაში
50,000 + ერთეული - ერთიანი შესყიდვის შემთხვევაში
ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით.
წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- საქონლის დეტალური აღწერა და ტექნიკური სპეციფიკაცია
- თითოეული ტიპის პარკის ღირებულება ერთეულზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- შეკვეთის მინიმალური მოცულობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- მოწოდების ვადები და პირობები.
- აუცილებელია საქონლის ნიმუშების წარმოდგენა.
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)
დამატებითი ინფორმაცია:
- ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 მარტი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
მარიამ კვაჭაძე
mkvatchadze@bog.ge
ტელ: 555 55 78 38
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები