ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29896 - ტენდერი დასაკუთრებული უძრავი ქონების შეფასების მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 24 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 მარტი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 თებერვალი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს  „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს დასაკუთრებული უძრავი ქონების შეფასების მომსახურების მიზნით. შეფასების მიზანია ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ფინანსური ანგარიშგებისა და შემდგომი მართვის პროცესებისთვის.

სტანდარტები და მოთხოვნები:

  • შემფასებელმა კომპანია უნდა იყოს აკრედიტირებული და უნდა უზრუნველყოს შეფასების განხორციელება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (IVS), სამართლიანი ღირებულების განსაზღვრის პრინციპით, კერძოდ:
  • ფასი, რომელიც შეფასების თარიღისთვის მიიღებოდა აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში ინფორმირებულ და დამოუკიდებელ მხარეებს შორის, მოწესრიგებული ტრანზაქციის პირობებში.
  • შეფასებისას მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს ქონების ტიპისა და ბაზრის სპეციფიკის შესაბამისი მიდგომა და უნდა შეფასდეს მხოლოდ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ.
  • შეფასების შედეგი უნდა იყოს თანხვედრაში ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან(IFRS).
  • შემფასებელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების დასაბუთება გამოყენებული გაანგარიშებებისა და პარამეტრების მითითებით.
  • სასურველია შემფასებელ კომპანიას ქონდეს საბანკო სექტორთან მუშაობის და საქართველოს მასშტაბით ბაზრისა და შესადარებელი ფასების კვლევისა დიდი გამოცდილება.

შეფასების ანგარიშგების დაახლოებითი შინაარსი:

  • შეჯამება;
  • მდებარეობის ანალიზი;
  • ქონების აღწერა;
  • შეფასების მეთოდოლოგია;
  • შესადარის ქონებებზე ინფორმაცია;
  • ქონების ღირებულების დაანგარიშება;
  • დასკვნა ქონების ღირებულების შესახებ;
  • ქვეყნის ეკონომიკური მიმოხილვა;
  • ქონების ბაზრის მიმოხილვა.

 ფორმატი :

  • შეფასების შედეგი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
  • ღირებულება მითითებული უნდა იყოს აშშ დოლარში; 

ინფორმაცია შესაფასებელ ქონებაზე:

  • ზოგიერთ ქონებაზე შესაძლებელი იქნება ადგილზე ინსპექტირება, ზოგიერთზე მხოლოდ გარედან დათვალიერება, ამასთან პრობლემურ ქონებებზე შეძლებისდაგვარად მივაწვდით შიგნიდან დასურათებულს
  • შესაფასებელი ქონება მდებარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში
  • შეფასება გვსურს 31.12.2025 მდგომარეობით
  • შეფასების რეპორტი მზად უნდა იყოს მარტის ბოლოსათვის.
  • შეფასება ხორციელდება ფინანსური ანგარიშგების მიზნობრიობით, შესაბამისად, მოთხოვს გარე აუდიტის დასტურს. შემფასებელმა კომპანიამ უნდა დაამყაროს შესაბამისი კომუნიკაცია აუდიტორებთან.
  • შესაფასებელია 157 ქონება (დანართი #1)

დამკვეთი უზრუნველყოფს შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდებას, ხოლო მომწოდებელი ვალდებულია გამოიყენოს სანდო და შესაბამისი ბაზრის მონაცემები.

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი#2) მიხედვით;

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 მარტი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
595 901 200

ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 70300000 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა მესამე პირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ხელშეკრულების საფუძველზე
  • 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები