9 მარტი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT29906 - ტენდერი საფოსტო მომსახურებასა და ბარათების მიწოდებაზე
- გამომცხადებელი: პროკრედიტ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 მარტი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს საფოსტო მომსახურების და ბარათების მიწოდების ტენდერს.
სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.
„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.
ბანკის მოთხოვნები წარმოდგენილია ლოტებად: ლოტი N1 საფოსტო მომსახურების ტენდერი და ლოტი N2 ბარათების მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში ცალ-ცალკე უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილი);
- ლოტი N1 განფასების ტენდერის შევსებული და ხელმოწერილი ფაილი (იხ.თანდართულ ფაილი);
- ლოტი N2_ ბარათების მიწოდების სერვისის განფასების დოკუმენტი (იხ.თანდართულ ფაილი)
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და ჩააბარეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ კანცელარიაში.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 09 მარტს 2026 წელი 16:00 საათამდე.
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ფატიმა აქუბარდია
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
E-mail: geo.tenders@procredit-group.com
ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე,
გთხოვთ მიმართოთ:
ლოტი N1 _ ეკა ჩოხელი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
Eka.Chokheli@procredit-group.com
ლოტი N2_ მარიამ ლაბაძე
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
Mariam.Labadze@procredit-group.com
ტენდერის კატეგორია:
- 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები