ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29913 - ტენდერი პასკების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 24 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 თებერვალი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს პასკების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. 
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;

გთხოვთ, ფასი  მიუთითოთ  ლარებში  შესაბამისი პუნქტების  გასწვრივ მეასედებით, აგალითად: 0.05 (ოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (თი ლარი); 1.45 (თი ლარი და 45 თეთრი) ა ა.შ.;

შენიშვნა:

ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;  * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

ანგარიშწორების პირობა:

სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები 

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. 

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომპანიის ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 8000 ერთეულ 700 გრამიან, ან 500 გრამიანი პასკის შეძენაზე, სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში.

მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ორივე გრამაჟის ფასი, ბიუჯეტის და ფარული დეგუსტაციის საფუძველზე შეირჩევა ერთ-ერთი. 

  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პასკის მიახლოებითი გაბარიტები (პასკის დიამეტრი და სიმაღლე)
  • მუყაოს ყუთამდე უნდა იყოს განთავსებული პოლიეთილენის პარკში (რომ არ გამოშრეს)
  • აუცილებელია მომწოდებელმა ბანკს მიაწოდოს სასაჩუქრე მუყაოს ყუთის ზომები, რომლის მიხედვითაც დამკვეთი მომწოდებელს მიაწვდის ყუთის დიზაინს;
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ყუთების დამზადება და ყუთში პასკის მოთავსება;
  • ყუთების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები, კერძოდ სანტრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გათვლილი საკვების ტრანსპორტირებისთვის.
  • პრეტენდენტი ვალდებულია პასკის ნიმუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 4 მარტის 12:00 საათამდე სს „საქართველოს ბანკის“ ლისის ოფისში. მის: მუხრან მაჭავარიანის 7. მიმღები: მარიამ შიხაშვილი +995 555 457339 (წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ იქნება განხილული)
  • გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭიროა საშუალოდ ერთი კვირა, გთხოვთ ეს ვადა გაითვალისწინოთ პასკების ჩაბარების განრიგთან ერთად.
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს ბანკს შეკვეთ2026 წლის 6 აპრილს, დილის 10 საათზე მისამართზე: ჭირნახულის ქუჩა #9

დამატებითი ინფორმაცია და დანართი იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 თებერვალი,18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ონფორმაცია:

თამარ ტონია
t.tonia@bog.ge
577 313613

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
შეკითხვები