ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29969 - ტენდერი საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 2 მარტი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 2 მარტი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის მიზნით, ქვემოთ მოცემული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

მოთხოვნები:

  • კომპანიას გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტების ჩატარების სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
  • კომპანიას ჩატარებული აქვს სულ მცირე 2 მსგავსი პროექტი ბოლო 2 წელიწადში;
  • კომპანიას ჰყავს აუდიტორი, რომელიც ჩართული იყო სულ მცირე 2 მსგავს პროექტში ბოლო 2 წელიწადში;
  • აუდიტის პროცესში ჩართული გუნდის წევრებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია;
  • ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებაზე;
  • შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
    - კომპანიის რელევანტური გამოცდილების დასადასტურებლად, პროექტების სია;
    - აუდიტის პროცესში ჩართული პირების როლების აღწერა და CV;
    - აუდიტში ჩართული პირების კაც/დღეების გადანაწილება;
    - პროექტის გეგმა და ვადები;
    - მეთოდოლოგია;
    - ფინანსური წინადადება
    - ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    - აუდიტის დაწყების თარიღი (ლიბერთი ბანკის მიერ აუდიტის დაწყებისთვის განსაზღვრული პერიოდია 2026 წლის 6 ივლისდან)
    - აუდიტის ანგარიშის ლიბერთი ბანკისთვის მიწოდების თარიღი (აუდიტის ანგარიშის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 სექტემბრისა).

უპირატესობა მიენიჭებათ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ რეზიდენტი აუდიტორი.

აუდიტის სკოუპი:

  • ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობის შეფასება;
  • ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობის შეფასება ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონისა და დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან;

აუდიტის შედეგები:

2 ანგარიში:

  • ანგარიში ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობაზე;
  • ანგარიში საქართველოს კანონთან შესაბამისობის შეფასებაზე;

ანგარიშები, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:

  • შესაბამისობის შეფასება შეჯამება;
  • ცალკეულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
  • შეუსაბამობების ჩამონათვალი შესაბამისი კლასიფიკაციით;
  • რეკომენდაცია როგორ უნდა გამოსწორდეს შეუსაბამობები;
  • აუდიტი მეთოდოლოგიის აღწერა;
  • შეუსაბამობების ჩამონათვალი, კლასიფიკაციითა და რეკომენდაციებით ცალკე excel-ის ფორმატში. 

ბანკის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #1-ის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200.

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
შეკითხვები