ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30075 - ტენდერი ფულის მიმღები მოწყობილობების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 10 მარტი 2026 დრო 15:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 მარტი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ფულის მიმღები მოწყობილობების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
კუპიურების მიმღები მოწყობილობა JCM RDM200 1
მონეტების მიმღები მოწყობილობა CTcoin compac01 1


ტექნიკური მახასიათებლები:

კუპიურების მიმღები მოწყობილობა JCM RDM200 - მონაცემები

  • ამოცნობის სიზუსტე 99% ან მეტი
  • მიღებული ბანკნოტების ტიპი: გრძელი კიდე 110-177 მმ მოკლე კიდე 60-85 მმ
  • ბანკნოტის მიმართულება ჩასადებში: ორმხრივი
  • ბანკნოტების მიმღების ტევადობა მინიმუმ 250 ბანკნოტი. (1 დან 250 მდე)
  • რეჯექტის ჯიბე: მინიმუმ 20 ბანკნოტი
  • დამუშავების სიჩქარე:  6 ბანკნოტი წამში
  • ვალიდაციის მეთოდი :სრული გამოსახულების სკანირებით, მაგნიტური სენსორი
  • დიაგნოსტიკის ინდიკატორები:  BAU დიაგნოსტიკური LED-ები
  • ესქრო: (არასავალდებულო)
  • პროტოკოლის ინტერფეისი :USB 2.0 AN RS 232
  • კვების ძაბვა: 24 vol.
  • დენის მოხმარება: ლოდინის რეჟიმი- 0.4ა; მუშაობა 3,2 ა ; პიკი 4.7ა
  • გარემო სამუშაო ტემპერატურა მინ: +5 დან +45 მდე .0 დან -20 მდე

მონეტების მიმღები მოწყობილობა CTcoin compac01მონაცემები:

  • ზომები (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე მმ) 160 მმ x 199 მმ x 144 მმ
  • წონა 2,4 კგ
  • სიმძლავრის მახასიათებლები 24Vdc 2,5A (GND შეერთება სავალდებულოა)*
  • სიმძლავრის მოხმარება ნომინალური = 25W დათვლა/5W ლოდინის რეჟიმში
  • სენსორის ტიპი V5 ტექნოლოგია
  • გადმოდინების სენსორი (არასავალდებულო). ითვლის და ინახავს მონეტებს.
  • მონეტების ბორბალი 7 ან 9 ნახვრეტიანი  ბორბალი
  • უცხოური/ყალბი საქონლის უარყოფა უარყოფის სოლენოიდი
  • საკომუნიკაციო შტეფსელები 1 RS232 მიმღები.
  • შტეფსელების მდებარეობა უკანა ან მარცხენა მხარეს
  • საკომუნიკაციო პროტოკოლი RS232 SDK პროტოკოლის მეშვეობით
  • პროგრამული პლატფორმა ONE SW: 1.9.61.174 ან უფრო ახალი
  • ხმაურის დონე 60 დბ-ზე ნაკლები (მონეტების გარეშე) ან 80 დბ-ზე ნაკლები (მონეტებით)
  • გარემო: მხოლოდ კიოსკში / ჩაშენებულ კომპიუტერში გამოსაყენებლად
  • სამუშაო ტემპერატურა +10°C <> +45°C (+50°F <> +113°F)
  • შენახვის ტემპერატურა -20°C <> +85°C (-4°F <> +185°F) 90% RH-ზე
  • დათვლილი/დახარისხებული ვალუტების რაოდენობა: ყველა ძირითადი ვალუტა. დაახლ. 50 ვალუტა, 20 ნომინალამდე
  • ბუნკერის ტევადობა 50-60 მონეტა (შერეული რაოდენობისა და ვალუტის მიხედვით)
  • მონეტების დათვლის/დახარისხების სიჩქარე 250-310 cpm (შერეული მონეტები) (ვალუტის/მონეტების ბორბლის მიხედვით)
  • დათვლის სიზუსტე 99,98% ან უკეთესი
  • დახარისხების სიზუსტე 99,96% ან უკეთესი
  • დასუფთავების მექანიზმი. მექანიზმი ასუფთავებს მონეტებს ნარჩენებისგან, როგორიცაა ქაღალდის სამაგრები, ბოთლის თავსახურები, გასაღებები და ..
  • ესქრო ფუნქცია. მინიმუმ 2 ლიტრიანი ესქროს ფუნქცია.
  • გამძლეობა მინიმუმ 5 მილიონი მონეტა

განარტია - 1 წელი

მოწოდების ვადა:

მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში

მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8

ანაზღაურება:

მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; (მისამართი: ქ.თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8)
  •  დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 მარტი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:
 +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
შეკითხვები