ჩაბარების ვადა:

26 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30136 - ფასთა გამოკითხვა გეოტექნიკურ საველე და ლაბორატორიულ კვლევებზე

  • გამომცხადებელი: RMG Copper
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას გეოტექნიკური საველე და ლაბორატორიულ კვლევებზე.

  • მომსახურების შინაარსი: გეოტექნიკური საველე და ლაბორატორიული კვლევები.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 26.03.2026 18:00 საათი.
  • კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა: kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 511210035

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დოკუმენტაცია

202502-ОТР-ГП лист 13 202502-ОТР-ГП лист 13
202502-ОТР-ГП лист 13 202502-ОТР-ГП лист 13
Proj coordinates Grinding and Reagent buildings Proj coordinates Grinding and Reagent buildings
დაფქვისა და რეაგენტების მოსამზადებელი კორპუსების ფუნდამენტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის პროგრამა დაფქვისა და რეაგენტების მოსამზადებელი კორპუსების ფუნდამენტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის პროგრამა
ტექნიკური დავალება გეოტექნიკური საველე და ლაბორატორიული კვლევები დაფქვის და რეაგენტების მოსამზადებელი კორპუსების განთავსების ფუნდამენტის სანჟინრო-გეოლოგიური პირობების შესასწავლად 11 03 2026 ტექნიკური დავალება გეოტექნიკური საველე და ლაბორატორიული კვლევები დაფქვის და რეაგენტების მოსამზადებელი კორპუსების განთავსების ფუნდამენტის სანჟინრო-გეოლოგიური პირობების შესასწავლად 11 03 2026
ფასთა გამოკითხვა გეოტექნიკური საველე და ლაბორატორიულ კვლევებზე ფასთა გამოკითხვა გეოტექნიკური საველე და ლაბორატორიულ კვლევებზე
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები