ჩაბარების ვადა:

26 მარტი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30151 - ტენდერი საოფისე ავეჯის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს "ალტა"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 17 მარტი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 მარტი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 17 მარტი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს, საოფისე ავეჯის შესყიდვაზე.

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელი ალტა დაარსდა 1997 წელს. ის დღეისათვის აერთიანებს 15 საცალო მაღაზიას საქართველოს 7 ქალაქში, ასევე კორპორატიულ, სადილერო გაყიდვებსა და ონლაინ მაღაზიას www.alta.ge

კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა: Apple, Samsung, Lenovo, Asus, Sony, DeLonghi, TCL, Honor, AEG, Electrolux, Philips, Panasonic, Canon და სხვა 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი.

ალტა უკვე 29 წელია რაც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეისათვის ის ბაზრის ლიდერია. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს სიახლეები და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

1. ტენდერის შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები.

შესყიდვის ობიექტები - შპს „ალტ

საქონლის აღწერა:

საოფისე მაგიდა (ლოტ 1):

  • მასალა: მეტალის კვადრატული პროფილი (მილკვადრატი) თერმულად შეღებილი, 60 × 40 მმ.ლამინატი (მინიმუმ 18 მმ სისქე).
  • ზომა - 140 × 69 × 75 სმ (სიგანე, სიღრმე, სიმაღლე)
  • ლამინატის ფერი - მუხისფერი.
  • დამატებითი სფეციფიკაციები - დასქელებული ზედაპირი (ორმაგი ლამინატი ან მინიმუმ 36 მმ სისქის სამუშაო ზედაპირი). წინა მხარეს ლამინატის დაფა, რომელიც დაფარავს მაგიდის ქვედა ნაწილს 40 სმ სიმაღლეზე. სპეციალური ჭრილებით კაბელის გასაყვანად.
  • ვიზუალი - დანართი 1 -ში.
  • რაოდენობა - 68 ცალი.

საოფისე ტუმბო (ლოტ 1):

  • მასალა: ლამინატი (მინიმუმ 18 მმ სისქე).
  • ზომა - 40 × 42 × 50 სმ (სიგანე, სიღრმე, სიმაღლე).
  • ლამინატის ფერი - მუხისფერი.
  • უჯრების რაოდენობა - 3 (პირველი უჯრა საკეტით)
  • ბორბლები - 4 ცალი, მყარი და მოძრავი.
  • ვიზუალი - დანართი 1 -ში.
  • რაოდენობა - 68 ცალი.

საოფისე კარადა (ლოტ 1):

  • მასალა: ლამინატი (მინიმუმ 18 მმ სისქე).
  • ზომა - 97 × 32 × 192 სმ (სიგანე, სიღრმე, სიმაღლე).
  • ლამინატის ფერი - მუხისფერი.
  • განყოფილება - 2
  • განყოფილება 1 - 4 თარო ღია მდომარეობაში, 1 კარით.
  • განყოფილება 2 - საკიდებიანი 1 განყოფილება.
  • ვიზუალი - დანართი 1 -ში.
  • რაოდენობა - 20 ცალი. 

საოფისე მაგიდა (ლოტ 2)

  • მასალა: ლამინატი (მინიმუმ 18 მმ სისქე).
  • ზომა - 140 × 69 × 75 სმ (სიგანე, სიღრმე, სიმაღლე)
  • ლამინატის ფერი - LISBON (143)
  • დამატებითი სფეციფიკაციები - დასქელებული ზედაპირი (ორმაგი ლამინატი ან მინიმუმ 36 მმ სისქის სამუშაო ზედაპირი). წინა მხარეს ლამინატის დაფა, რომელიც დაფარავს მაგიდის ქვედა ნაწილს 40 სმ სიმაღლეზე. სპეციალური ჭრილებით კაბელის გასაყვანად.
  • ვიზუალი - დანართი 1 -ში.
  • რაოდენობა - 35 ცალი.

საოფისე ტუმბო (ლოტ 2):

  • მასალა: ლამინატი (მინიმუმ 18 მმ სისქე).
  • ზომა - 40 × 42 × 50 სმ (სიგანე, სიღრმე, სიმაღლე).
  • ლამინატის ფერი - LISBON (143)
  • უჯრების რაოდენობა - 3 (პირველი უჯრა საკეტით)
  • ორბლები - 4 ცალი, მყარი და მოძრავი.
  • ვიზუალი - დანართი 1 -ში.
  • რაოდენობა - 35 ცალი.

საოფისე კარადა (ლოტ 2):

  • მასალა: ლამინატი (მინიმუმ 18 მმ სისქე).
  • ზომა - 97 × 32 × 192 სმ (სიგანე, სიღრმე, სიმაღლე).
  • ლამინატის ფერი - LISBON (143)
  • განყოფილება - 2
  • განყოფილება 1 - 4 თარო ღია მდომარეობაში, 1 კარით.
  • განყოფილება 2 - საკიდებიანი 1 განყოფილება.
  • ვიზუალი - დანართი 1 -ში.
  • რაოდენობა - 8 ცალი.

2. შერჩევა/ტენდერის ჩატარების ეტაპები:

  • შეკვეთის ჩაბარება უნდა მოხდეს ერთიანად, არაუგვიანეს 2026 წლის 22 მაისისა.
  • შეკვეთის ჩაბარება უნდა მოხდეს, მომწოდებლის მხრიდან, შემდეგ მისამართზე - თბილისი, ა.ბელიაშვილის 104.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

3. დამატებითი ინფორმაცია:

  • შემსყიდველი კომპანია უფლებას იტოვებს ლოტების მიხედვით გამოავლინოს გამარჯვებული კომპანია/ები.
  • პროდუქციის ფასები ხელშეკრულების პერიოდში დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
  • ანგარისსწორება იწარმოება ლარში. ჩაბარებიდან და ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 5 სამუშაო დღეში.
  • საქონლის ზუსტი რაოდნეობა დადგინდება გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს.
  • შესყიდულ საქონელზე უნდა მოქმედებდეს 1 წლიანი საგარანტიო ვადა.

4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორი კომპანიების სია.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნამუშევრები, პრეზენტაციის საშუალებით.
  • კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
  • გამოცდილება შესაბამის სფეროში მინ. 3 წლიანი.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი საქონლის ფასი
  • გადახდის პირობა
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობ
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 მარტი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების მენეჯერი
საკონტაქტო პირი: თათული კოსტავა
ელ. ფოსტა: 
t.kostava@alta.ge
ტელ: +995 568 01 06 46

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: 
t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
შეკითხვები