24 მარტი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30167 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის საწვავის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 18 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 მარტი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის საწვავის შესყიდვაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შემოთავაზება წარმოადგინოთ, როგორც პლატცის ფორმულის ასევე, ფიქსირებული ფასდაკლებით.

გთხოვთ შემოთავაზება წარმოადგინოთ თანდართული ფაილის (დანართი #1) მიხედვით (როგორც exel, ასევე PDF ფაილები);
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); - შევსებული ფასების ცხრილი დანართი N1;
- შემოთავაზებული საწვავის მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატ(ებ)ი.
- ინფორმაცია ავტოგასამართი სადგურების ადგილმდებარეობის შესახებ (მისამართების მითითებით), რომლებიდანაც განხორციელდება საწვავის მოწოდება ტენდერის ფარგლებში (აგს-ებზე აუცილებელად მითითებული უნდა იყოს მომწოდებლის სასაქონლო ნიშანი, რათა მარტივად მოხდეს განსხვავება და იდენტიფიცირება სხვა აგს-ებისგან), აგრეთვე აგს-ების ადგილმდებარეობის რუქა;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
- მიმწოდებელმა საწვავის მოწოდება უნდა განახორციელოს, როგორც საბარათე, ასევე ტალონური სისტემით.
- ბარათის დამზადება უნდა მოხდეს მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღეში, რომელიც უნდა იყოს ემბოსირებული მოთხოვნის შესაბამისად, ასევე უსაფრთხოების მიზნით უნდა ჰქონდეს PIN-კოდი (ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, რომ არ მოხდეს მისი გამოყენება სხვის მიერ); მიმწოდებელმა ბარათებზე ლიმიტების დასმა უნდა უზრუნველყოს ყოველთვიურად, ლიბერთი ბანკის ელექტრონული ფოსტიდან ყოველი თვის დასაწყისში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
- მომწოდებელს უნდა ჰქონდეს მობილურ ტელეფონზე მორგებული ვებ გვერდი და/ან მობილური აპლიკაცია, რომელიც ბანკის უფლებამოსილ თანამშრომელს საშუალებას მისცემს თვის განმავლობაში:
- აკონტროლოს ლიმიტები (ბარათ(ებ)ზე საწვავის შემცირება/დამატება;
- ნახოს ბარათების სია;
- ნახოს ბარათზე რა რაოდენობის საწვავია დარჩენილი;
- შეეძლოს ბარათების გამოყენების პერიოდის შეზღუდვა;
- ნახოს თითოეულ აგს-ზე მანქანის საწვავით გამართვის ამონაწერი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის ექსპორტი გააკეთოს Excel-ში. - საბარათე სისტემის მეშვეობით საწვავის შესყიდვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველთვიურად წარუდგენს შემსყიდველ ორგანიზაციას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, მიმდინარე თვის განმავლობაში მიწოდებულ საწვავზე 4.6 პუნქტის მიხედვით.
- ტალონური სისტემით საწვავის შესყიდვა განხორციელდება ყოველი თვის დასაწყისში. მიმწოდებელი ბანკს წარუდგენს შესაბამისი მარკის საწვავზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას 4.6 პუნქტის მიხედვით.
- საწვავის მოწოდება უნდა განხორციელდეს:
- პუნქტი 3.4-ს მიხედვით - შემსყიდველის ბენზინ-გასამართ სადგურებზე;
- პუნქტი 3.5-ს მიხედვით - შემსყიდველის სერვის-ცენტრ(ებ)ში.
4. შესყიდვის ობიექტის ფასის განსაზღვრა და ანგარიშსწორების პირობები
გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 1 ლიტრ საწვავზე წარმოდგენილი ყველაზე დაბალი ფასის საფუძველზე.
გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტენდერში დაფიქსირებული ფასიდან გამოითვლება „Z“ აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოგისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები და საწარმოს მოგება) შემდეგი ფორმულის მეშვეობით: რომელიც,
- C - ტენდერში დაფიქსირებული ფასი 1 ლიტრ საწვავზე (ლარში);
- R - აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის 2026 წლის იანვრის თვის საშუალო არითმეტიკული;
- D – მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3);
- P - PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის 2026 წლის იანვრის თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში (შემდგომში - პლაცის ნიშნული).
- A - 2022 წლის თებერვლის თვეში ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობა ლარებში;
- Z და D სიდიდეები უცვლელია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
მიმწოდებელი ახორციელებს ყოველი მიმდინარე კალენდარული თვისათვის 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების განსაზღვრას (შემდგომში - ნომინალური ღირებულება - Cnom) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

სადაც, P და R წარმოადგენს მიმდინარე თვის წინამორბედი კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეებს, A - მიმდინარე თვისთვის მოქმედ ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობას ლარებში, 18% - დღგ, ხოლო Z და D - 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ უცვლელ სიდიდეებს.
საწვავის ღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე (P) და/ან აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე (R) და/ან ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობაზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურად წარუდგინოს ბანკს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მიმდინარე თვის განმავლობაში მისაწოდებელი საწვავის ერთეულის ფასი (მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი - C1).
2022 წლის თებერვლის თვის სახელშეკრულებო ფასი განისაზღვრება ტენდერში დაფიქსირებული 1 ლიტრი საწვავის ფასის ტოლი სიდიდით. ხოლო ყოველი მომდევნო თვის სახელშეკრულებო ფასი გამოითვლება 1 ლიტრი საწვავის ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით, შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:
მიმწოდებელი განსაზღვრავს 1 ლიტრი საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასს შემდეგი პრინციპით: იმ შემთხვევაში, თუ A-ს, P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამ პროცენტზე ნაკლებ ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უდრის წინა თვის სახელშეკრულებო ფასს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ A-ს, P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამი ან მეტი პროცენტით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უტოლდება ფორმულით გაანგარიშებული მიმდინარე თვის ნომინალურ ფასს.
სახელშეკრულებო ფასის დადგენისას ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი პრინციპი: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი საწვავის საანგარიშო თვის საშუალო არითმეტიკული ფასი წინა კალენდარული თვის შესაბამის მაჩვენებელზე 10%-ზე (ასეულის სიზუსტით) მეტით შემცირებულია, მაშინ მიმდინარე თვის C1 უნდა იყოს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი საწვავის საანგარიშო თვის საშუალო არითმეტიკულ ოდენობაზე მინიმუმ 10 თეთრით ნაკლები, ხოლო თუ 15%-ზე მეტით შემცირებულია - მინიმუმ 5 თეთრით ნაკლები.
მაგალითად: მიმდინარე თვე არის მარტი, საანგარიშო თვე არის თებერვალი, ხოლო საანგარიშო თვის წინამორბედი თვე არის იანვარი. შესაბამისად, თუ მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში თებერვლის თვეში ერთი ლიტრის საშუალო ფასი იანვრის ანალოგიურ ფასთან მიმართებაში შემცირებულია 10%-ზე მეტით, მაშინ მარტის თვის C1 უნდა იყოს თებერვლის თვის საშუალო არითმეტიკულ ფასზე მინიმუმ 10 თეთრით ნაკლები, ხოლო თუ 15-ზე მეტით შემცირებულია - მინიმუმ 5 თეთრით ნაკლები.
მიმწოდებელსა და ბანკს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში. მიმდინარე სახელშეკრულებო ფასი აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს მიმწოდებლის ვებ-გვერდზე.
მიწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს ბანკს წარუდგინოს ამ სატენდერო დოკუმენტაციის 4.3 პუნქტით განსაზღვრული A, P და R საფუძველზე გამოთვლილი 1 ლიტრი საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი (C1). ზემოაღნიშნული ფასები დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს მიმწოდებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
მიმწოდებლის თავის ვებ-გვერდზე უნდა განათავსოს ინფორმაცია საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს თითოეული დღის ფასის ნახვა. ასევე ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში ინფორმაცია წინა დღის პლაცის ოდენობის შესახებ გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ბანკის მიერ, საწვავის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება 3.4 და 3.5 პუნქტების შესაბამისად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში;
ანგარიშსწორების განხორციელებისას ხელშეკრულების მხარეები იხელმძღვანელებენ მიმწოდებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასით.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია საწვავის ფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი, ასევე მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ნეისმიერი ინფორმაციის სისწორეზე.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულია სს „ლიბერთი ბანკი“-ში გახსნას მიმდინარე ანგარიში.
გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
5. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 მარტი, 17:00 საათი;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:შესყიდვების განყოფილების უფროსი თამარ მუჯირი, ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@lb.ge; მობ: 577 04 05 05; შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200.
7. საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები
- დიზელი - არაუმეტეს 150 ppm
- ევრო დიზელი - არაუმეტეს 10 ppm
- ევრო რეგულარი - ოქტანობა არანაკლებ 92
- პრემიუმი - ოქტანობა არანაკლებ 95
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 მარტი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების განყოფილების უფროსი
თამარ მუჯირი
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@lb.ge
მობ: 577 04 05 05
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი